დიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

AutoSharing Option
კამპანიური Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ ვიქტორ ოსიმენის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.

ახლა ექიმები მაქსიმუმს ცდილობენ, რათა ნიგერიელი სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდეს და რამდენიმე წუთით შეცვლაზე შევიდეს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, მაგრამ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების დიდი შანსი არსებობს.

სათქმელია ისიც, რომ "ნაპოლის" კიდევ ერთი ფორვარდი ჯოვანი სიმეონეც ტრავმირებულია, რაც ლუჩიანო სპალეტის დიდ თავისტკივილს უჩენს.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი 12 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა არის ასეთი "მძიმე" პესიმისტური სათაური?? ოსიმენის ტრავმა კი ისედაც ცნობილი იყო. ხვიჩა იქნება ლიდერის როლში და უდირიჟორებს გუნდს
სოსო
09 აპრილი 2023 13:54
4
ოსიმენის ტრავმაზე კი იყო ადრევე ცნობილი,მაგრამ სიმეონეს ტრავმაც დაერთო და ახლად გამოჯანმრთელებული რასპადორიც,შორსაა ოპტიმალური ფორმისაგან.ფაქტობრივად ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩენილ ნაპოლის,შანსები რომ საგრძნობლად შეუმცირდება,რა არის მაგაში მოულოდნელი?ლიგის მეოთხედფინალია,რუსეთის პირველობა კი არა.მანდ უკვე გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.ეგეც არ იყოს,ჩემპიონატში ორჯერ ითამაშეს და სათამაშო უპირატესობა,ორივეჯერ მილანს ჰქონდა.გოლეადორის გარეშე,უფრო არ გაუჭირდებათ?ხვიჩა კარგია,მაგრამ ნეაპოლში გუნდმა მხარი ვერ აუბა.ახლა კი სიმეონეც აღარ ჰყავთ და პირველი თამაში მაინც,უმძიმესი იქნება.
სოსო
09 აპრილი 2023 14:28
5
ახლა მთავარი იმედი ხვიჩაზე იქნება,მაგრამ კეთილი ინებონ დანარჩენებმა და თავისი ეგოიზმი ცოტა ხანი უკანა პლანზე გადაწიონ გუნდური თამაშისთვის,ხვიჩა არც რობოტია და არც სპაიდერმენი,რომ ყველა პოზიციაზე ერთნაირად ითამაშოს,დანარჩენები რაში იღებენ იმდენ ფულს,რა იყო ის 0: 4 ,გამაიმუნდნენ მილანთან,ვითომ სპალეტის სტრატეგიული გეგმა(უფრო თავის მოტყუება,თან არსად წერია იტალიურ საიტებში,რომ სპალეტი ჭადრაკს კარგად თამაშობს:-) :-).
მოკლედ, ხვიჩა წარმატებები.
მოცლილი
09 აპრილი 2023 17:02
1
სიმეონეს ნაირი ეგოისტის ღორის დაკლება დიდი არაფერია, მარა ოსის გარეშე მართლა არ ვიცი რა ეშველებათ.
გფფ
09 აპრილი 2023 13:41
11
არაუშავს ვინმე გაიგიჟებს თავს მთლად ოსის პონტში თუ არა მაგის ნახევრად პოლუოსის პონტში მაინც და რაღაცა გამოვა
skaro
09 აპრილი 2023 22:18
1
არც თუ იშვიათად ხვიჩას პას არ აძლევენ. ამჯერად გადმოწიონ ცენტრში და პასებით მოამარაგონ, სხვა გზა არაა.
ამო
09 აპრილი 2023 17:42
1
არა უშავს,ხვიჩას მისცენ პასების 50 პროცენტი და მოიგებენ,არაფერი საგანგაშო არ იქნება!!!
ზაზა
09 აპრილი 2023 14:22
4
ოსიმენი თუ არ იქნება მაშინ სპალეტიმ უნდა შეცვალოს ტაქტიკა და დაცვითი სტილი ითამაშოს მაგალითად 5-4-1 ან 4-5-1 და ლეაოს დაუყენოს 1 კაცი და ფეხი არ გაანძრევინოს და წინ რა თქმა უნდა ხვიჩა დააყენოს ფლანგებზე კი ელმასი და პოლიტანო (უფრო კარგი ჩამშლელია ვიდრე ლოსანო) მთავარია გოლი არ გაუშვან ან მაქსიმუმ 1 გოლი გაუშვან და წინ ხვიჩაც იზამს რამეს და თუ ვერ გაიტანს ნაპოლი ეგეც არ იქნება ტრაგედია 0-1 წაგება სტუმრად ამ სიტუაციაში არაუშავს შედეგი იქნება და მერე ნეაპოლში ოსიმენთან ერთად შეუტიონ !
zura222
09 აპრილი 2023 16:13
4
სპალეტიმ რაო? არაო გითხრა მაგ გეგმაზე?
მე ქართველი ვარ
10 აპრილი 2023 10:48
1
იმფერი სათაური იყო ვიფიქრე ვინცხა მოკლეს თქო
bujanga
09 აპრილი 2023 14:11
1
მე ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციული ''ომი'' მგონია. ვფიქრობ ოსიმენის ვითომ არ ყოფნას მილანის რიგებში გარკვეული დაბნეულობა იქნება როცა მოედანზე გამოვა. ასეთი რამ ხდებოდა სხვა და სხვა დროს. ფაქტია თამაში არ გვინახავს ოსიმენის ტრამვა და ფაქტია მან ითამაშა ნიგერიის ნაკრებში მთელიანი თმაში შეუცველეად.
G.LA
09 აპრილი 2023 23:04
5
კარგია თუ გგონია
ჯოკერი
09 აპრილი 2023 23:59
0
ხვიჩამ უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე და იმედია სპალეტი მისცემს ამის საშუალებას.
თავდასხმაზე მეტად დაცვა, რომ არეულია ეგ მაშინებს. მილანთან მაგარი დაცვა და წინ ხვიჩა იზავს რამეს!!!
ზურა
09 აპრილი 2023 14:12
3
raspadori acocxlos gmertma
chiva
09 აპრილი 2023 14:13
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული