კიტეიშვილის "შტურმი" ლასკ-თან დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე ლასკ-თან 1:2 დამარცხდა, რომელსაც ორიოდ დღის წინ თასის ნახევარფინალში 1:0 სძლია.

ოთარ კიტეიშვილი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მე-81 წუთზე შეცვალა. მან პირველ ტაიმში კარს ააცილა ბურთი, მეორე ტაიმში კი გატანა მეკარე შლიაგერმა არ დაანება.

„შტურმი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა და 16 აპრილს კლაგენფურტში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.

პაშინგი. „ვოესტალპინე“
ლასკი - შტურმი 2:1
გოლები: 0:1 პრასი (50), 1:1 მუსტაფა (71), 2:1 ნაკამურა (79)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული