მამარდაშვილის შეცდომა - "ვალენსია" "ალმერიასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე, ფაქტიურად 6 ქულისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში „ალმერიასთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, მელერომ თავისი გუნდი დააწინაურა, მერე მამარდაშვილმა პუიგმალის დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. თუმცა, ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე გიორგიმ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და მისი კარი ბაბიჩმა დალაშქრა. 61-ე წუთზე კასტილიეხომ ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ვალენსია" ბევრს და უშედეგოდ უტევდა და მარცხი განიცადა.

„ვალენსია“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა, 27 ქულით მე-18 ადგილზეა და 16 აპრილს „სევილიას“
უმასპინძლებს.

ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 14 309 მაყურებელი
ალმერია - ვალენსია  2:1
გოლები: 1:0 მელერო (49), 2:0 ბაბიჩი (58), 2:1 კასტილეხო (61)

მკითხველის კომენტარები / 28 /
კარგით რა ბოლო ბოლო. . .გამოსვლაზე სუფთა პანიკიორია ეს ბიჭი და მორჩა რა
Napoleoni
20:14 11-04-2023
0
ვიდეოს შეხედეთ,პირველი გოლი უკვე გაშვებულია და მეტოქე,მარცხენა ფლანგიდან მოდის შეტევაზე.მამარდა კარიდან წინაა გამოსული და ჩაწოდების მოლოდინშია.იმ მომენტში,ჩამწოდებელს,ახლო კუთხეში რომ დაერტყა,მამარდას ძალიან გაუჭირდებოდა მოგერიება,მაგრამ მაინც ჩაწოდებაზე გავიდა და მოიგერია კიდეც დარტყმა.რატომ იდგა იქ და არა კუთხეში?ალბათ იმიტომ,რომ იცოდა,სწორედ ის ერთადერთი მეტოქის თავდამსხმელი,რომელიც კარის წინ იდგა,ჩაწოდებულს მიიღებდა და კარში დაარტყავდა.დაარტყმევინეს კიდეც და სწორედ ამ მოქმედების დახმარებით მოიგერია დარტყმა,გიორგიმ.მეორე გოლის შემთხვევაშიც,დაინახა ორი კაცი თავისუფლად ელოდა ბურთს და იქიდან დარტყმული,შემთხვევით თუ მოხვდებოდა მეკარეს,თორემ რეაქციის მოსწრება,შეუძლებელი იყო.ესე იგი,გოლი მაინც გავიდოდა და მამარდამ კუთხის შემცირება სცადა,თუმცა ბურთს მაინც ვერ შეეხო და გოლი გავიდა.ისე მოიქცეს,რომ გოლი მას არ დაჰბრალდეს და ამის გამო,თუ რაღაცა მცირე შანსი მაინც გაქვს,იმაზეც უარი თქვას?როგორც უკეთესი იყო,ისე მოიქცა გიორგი და მაგას,შეცდომად ვერ ჩავუთვლი.
გასული საუკუნის 70 იან წლებში,საბჭოთა კავშირისჰოკეისტთა ნაკრებსა და ცსკაში მეკარედ თამაშობდა ვლადისლავ ტრეტიაკი,რომლის მსგავსი,კანადასაც არ ჰყოლია.ეს თვითონ კანადელებმაც აღიარეს,როცა გამოწვევის თასზე,საბჭოთა კავშირმა მატჩების სერიაში ბრწყინვალედ დაამარცხა,"ნჰლ"ის ვარსკვლავთა ნაკრები.სასწაულებს აკეთებდა ვლადისლავ ტრეტიაკი და საოცარ დარტყმებს იგერიებდა!პროფესიონალები გაოგნებულები იყვნენ,რადგან შეუძლებლად თვლიდნენ ისეთი ტყორცნების მოგერიებას,როგორებსაც ტრეტიაკი ხელში იჭერდა.ტრეტიაკის ზევარსკვლავობის მიზეზი იცით რა იყო?მან იცოდა,რომ დარტყმის მერე,რეაგირება,უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ,ინტუიციურად,წინასწარ იწყებდა მოძრაობას,საითკენაც ტყორცნას ელოდა.ინტუიცია და თამაშის წაკითხვა კი,ბრწყინვალედ შეეძლო და დამსახურებულადაც მიუჩინეს ადგილი,ჰოკეის დიდების დარბაზში.
უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ ყველა ვინც ხმამაღლა ყვირის,მართალი არ არის და ზოგჯერ,არც ესმის,რას ყვირის.ჩვენც,კი უნდა მოვუსმინოთ,მაგრამ პიდაღებულებმა კი არ დავუჯერო ყველაფერი,არამედ ვეცადოთ გავაანალიზოთ,მათი ნათქვამი.კასილიასს,კანისარესს,ან ვინმე სხვა მეკარეს რომ გაეკრიტიკებინა,გიორგი,მას დავუჯერებდი,რადგან ამ საქმის სპეციალისტები არიან,მაგრამ ნებისმიერ ჟურნალისტს?-არავითარ შემთხვევაში!საქართველოში,ჩვენი ჟურნალისტებისაგან,იმდენ უმეცრებას და სისულელეს(არა მხოლოდ სპორტში) ვისმენ,რომ დარწმუნებით ვიცი,ყველას ხელაღებით ნდობა,უკვე ჩემი სისულელეა.ისე,ამ საიტზე რომ უცხოელ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს ციტირებენ ხოლმე,იქაც რომ საკმაოდ ბევრი სისულელეა,ალბათ ბევრი დამეთანხმებით.
სოსო
17:48 10-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული