"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი
აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 37 /
მაი ლეაუ დაბადებიდან მილანშია და ახლა დაიწყო თამაში ბოლო ორი სეზონია მანამდე იყო სწორხაზოვანი ფეხბურთელი. კვარაცხელია პირველ სეზონს ატარებს სერია აში და უკეთესი შედეგები აქვს უკვე
mamia
12 აპრილი 2023 00:39
0
როცა ბრწყინავს ხვიჩას კი არა მეც შემეძლება გუნდელების აყოლიება, აი როდის და რამდენს ბრწყინავს ეგაა მთავარი :)
la masia
11 აპრილი 2023 18:21
0
პანუჩი საუბრობს საუკეთესო ფორმაში მყოფ ლეაოზე და ნაპოლისთან მატჩამდე ბოლო ორი თვე ეძინა, ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 პასი ქონდა გაკეთებული, მაშინ, როცა ხვიჩა შედევრებს ქმნიდა, ყველაფერში ჯობია ამ წელს ხვიჩა ლეაოს, პასი, გოლი, თვის საუკეთესო და საერთო შეფასებებშიც, ბერლუსკონიც კი, უპირატესობას ხვიჩას ანიჭებს, რადგან ლეაო ხან კვირობით იძინებს, მილანის ფანი ვარ, მაგრამ რეალობა ესაა, ვნახოთ რა იქნება ამ მატჩებში
მილანისტა
11 აპრილი 2023 16:55
0
ყველას გვიყვარს ხვიჩა და ვამაყობთ ამ ბიჭით, მაგრამ რა კრიტიკასაც ვისმენთ იქნებ სწორია, არავინ მაგ კრიტიკას არ ეთანხმებით, ცოტა ობიექტურობა ხო არ გვაკლია, როგორ დავიჯერო რო ოსიმენის არ შურთ და შურთ მაინცდამაინც ხვიჩასი და მაგიტომ აიგნორებენ, იქნებ უფრო მეტად აგრესიული აქტიური და მომთხოვნი უნდა იყოს თანაგუნდელების მიმართ.
მე რასაც ვუყურებ ისეთი ჟილკიანი არ არის მოედანზე, ბევრად პასიურია და არ არის ისეთი ინიციატივიანი როგორიც ადრე იყო, ცოტა ფანტაზია აკლია თითქოს და დაამუღამეს ხვიჩას სტილი, რავიცი ჩემი აზრია ეს.
zura
11 აპრილი 2023 16:22
3
და იქნებ ხვიჩას თანაგუნდელები ვერ არიან მილანელებივით ამყოლები. მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, რომ ხვიჩას გარეშეც მაგრები გახლავან და რა გამოსდით, კი ვხედავთ ამ ბოლო დროს.
qomagi
11 აპრილი 2023 13:07
0
ანუ ლეოა როგორც მახსოვს მესამე მეოთხე სეზონია მილანშია , ხვიჩა გუშინ გადავიდა რა თქმა უნდა ლეაო უფრო გაშინაურებულია გუნდთან , ხვიჩა რომ ლეაოს წლოვანების იქნება დიდი ალბათობით შესადარებელიც აღარ გექნება დამსახურებულო პანუჩიიი !!!
bejo
11 აპრილი 2023 12:39
0
პასს არ აძლევენ თანაგუნდელები, რა აყოლიებაზეა საუბარი
deka22
11 აპრილი 2023 11:55
0
როდესაც მინდორზე ოსიმენია ყველა ცდილობს რომ მასზე ითამაშოს, მილანთან და არა მარტო მასთან, ხვიჩა ფაქტიურად მარტო იბრძვის. სპალეტი ზიელინსკის უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მინდორზე ვიდრე ხვიჩას!
მარტოხელა მგელი!
11 აპრილი 2023 10:37
0
კვარა როგორ აიყოლიებს მთელ გუნდს, როცა მარიო რუი ერთ პასში 500 ევროს ითხოვს?
დინამოელი
11 აპრილი 2023 08:16
1
ნაპოლი არ ითამაშებს პირველ ნომრად, როგორც ეს ნეაპოლში იყო. თუ მით უმეტეს, ოსიმენი თუ არ იქნება, წინდაუხედავად არ გაიქცევიან წინ და თავისუფალ სივრცეებს არ შეუქმნიან მილანს.
ისე, ბუკმეკერები, ნაპოლის მოგებაზე უფრო ნაკლებ კოეფიციენტს იძლევიან, ვიდრე მასპინძლებზე. ეგეც თქვენი ფავორიტი მილანი.
მიშა
10 აპრილი 2023 21:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული