თუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "მილანთან" თამაშს თუ შეძლებს, ამას ზუსტად ალბათ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. ჯოვანი სიმეონემაც ტრავმა მიიღო და არ გვასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, ახალ ამპლუაში ვიხილოთ და მილანელებთან ჩემპიონთა ლიგაზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინოს. ამას სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ნანახი ამბავი გვაფიქრებინებს. "კვარა" ძალიან მაღალი დონის გარემარბია, თუმცა მწვრთნელებს სჩვევიათ, ზოგჯერ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღონ და ესა თუ ის ფეხბურთელი შეცვლილი ამპლუით უკეთესი გახადონ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ახლა ნეაპოლელებს სხვა სირთულეებს გაუჩენთ, რადგან გამწვავებელი პასები ბოლო
დროს გუნდს ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს.

Sportall.Ge

ტიერი ანრი

ასეთ შემთხვევებზე, პირველ რიგში, მაინც არსენ ვენგერი უნდა გაგვახსენდეს. ტურინის "იუვენტუსიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებული ფრანგი ტიერი ანრი თანამემამულე მწვრთნელისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ უკან დაებრუნებინათ. ლეგენდარული ანრის უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანეს, სასტარტო 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანა. ბევრს არ ვიტყვით, უბრალოდ ეს ის ტიერია, რომელმაც ლონდონელთა მეტოქეების კარი 228-ჯერ აიღო და ამ ქალაქის ნამდვილ მეფედ იქცა.

მეორე ისტორიაც ვენგერს უკავშირდება. რობინ ვან პერსი ნიდერლანდებში ფორვარდად გამოდიოდა, უფრო მეტად კი გარემარბთან ასოცირდებოდა. "არსენალში" თამაშისას კი ის, როგორც ცივსისხლიანი თავდამსხმელი გახდა. მან ასევე, "ათიანის" თვისებებიც გამოავლინა და ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელის როლი ზოგჯერ მართლაც განუზომლად დიდია.

Sportall.Ge

ჯორჯ ბესტი

ასაკთან ერთად, ფლანგიდან შუაში შეწევა ცოტა სხვა ფენომენია, რომლის კლასიკური მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ამავდროულად, არაერთი მაღალი დონის გარემარბი ვიცით, რომელთაც პოზიცია არასდროს შეუცლიათ - გარინჩა, ფრანსისკო ხენტო, ლუის ფიგუ, ისევ "არსენალელი" რობერ პირესი თუ ჯორჯ ბესტი, რომლის სტილსაც ასე ამსგავსებენ ხვიჩას სათამაშო მანერას (და არამც და არამც ბესტის ცხოვრების წესს) - დრიბლინგები, გოლის გატანის უნარი, ორივე ფეხით თანაბრად თამაში...  "კვარას" წინ დიდი კარიერა აქვს და მართლაც საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება, სხვა მწვრთნელი თუ კლუბი უფრო სად დაინახავს მას.

Sportall.Ge

პელე და გარინჩა

"ნაპოლის" ნსგავსი ისტორია თავადაც. აქვს, როცა დრის მერტენსი ე.წ. ცრუფორვარდის პოზიციაზე ძალიან შედეგიანად ათამაშდა. თავდაპირველად, მისი აქ გამოჩენაც იძულებითი იყო. 

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.

altოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

მკითხველის კომენტარები / 21 /
სიამოვნებით ვიხილავდი კვარას 10-იანზე.
ჯიჯი
00:33 11-04-2023
3
როგორ არ დაიღალეთ ამ ჭორაობით.... დაელოდეთ თამაშს
რეზო
23:07 10-04-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული