"კოპენჰაგენი" ხოჭოლავას გარეშე "რანდერსთან" დამარცხდა
AutoSharing Option
„კოპენჰაგენი“, რომელსაც ტრავმირებული დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარა (განაცხადშიც არ იყო), დანიის სუპერლიგის 24-ე ტურში სტუმრად „რანდერსთან“ 0:1 დამარცხდა.
„კოპენჰაგენი“ 45 ქულით პირველ ადგილზეა და 16 აპრილს „ვიბორგს“ უმასპინძლებს. თუმცა, თუ დღეს „ნორდსიელანდი“ სახლში „ბრონდბიუს“ მოუგებს, გალიდერდება.
ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს თამაშს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.