"ხვიჩა სულ ეუბნებოდა, ბები, შენ რომ იცი, ისე მითხარიო... მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ" - ინტერვიუ ბადრი კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუ ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელსაც ჟურნალისტი რატი შელეგია ბათუმში შეხვდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის - ეროვნულ ნაკრებზე, ხვიჩას საფეხბურთო მომავალზე, ნეაპოლზე და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ინტერვიუდან:

- ცნობილია, რომ ხვიჩას და დედათქვენს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბებიას გარდაცვალება ძალიან განიცადა?
- ბებია ვის არ უყვარს, მაგრამ მათ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ­ - ხვიჩა "დუნიჩკას" ეძახდა... ბებია ყოველდღე ელაპარაკებოდა ტელეფონით, შვილიშვილი კი სულ
ეუბნებოდა, ბები, შენ რომ იცი, ისე მითხარი "გოლუაფიროო"­ (მეგრ. "შემოგევლე"). ეს ტკბილი სიტყვა ბავშვობას ახსენებდა, დადებითი ენერგიით ავსებდა. დუნიას მეუღლე, შვილი და შვილიშვილები ფეხბურთელები იყვნენ და რა გასაკვირია, თვითონაც რომ ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი იყო. უშეცდომოდ ჩამოთვლიდა ხოლმე სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელებს... სპეციალურად ჩავურთეთ საფეხბურთო არხი და შვილიშვილის თამაშების გარდა, სხვა საინტერესო მატჩებსაც ადევნებდა თვალს.

- ხვიჩას საცოლეზეც გკითხავთ: ნიცა ისედაც სულ ხვიჩას გვერდით იყო, რამდენიმე­ კვირის წინ კი ყველა მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა ისიც დაწერა, რატომ ჩქარობს ხვიჩა დაოჯახებას, ჯობს, ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საფეხბურთო კარიერას დაუთმოსო...
- ჯერ მხოლოდ დაინიშნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებული, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით... ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში­ მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულისსწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მარგალონია ძაან შეაწუხე ტვინი შენი სამარგალოთი :)
ის კაცი
20:35 12-04-2023
2
2
მილანისტა
12:25 12-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული