"რეალი" მამარდაშვილით დაინტერესდა - აწყობს გიორგის ეს ვარიანტი?

AutoSharing Option
Defensa Central-ი ვარაუდობს, რომ სეგუნდაში გავარდნის შემთხვევაში, "ვალენსია" წამყვან ფეხბურთელებს გაყიდის და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება "რეალი".

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" "ვალენსიას" ხუთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს და მათ ხელმისაწვდომ ფასად შეძენას შეეცდება, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მოთხოვნებს ყველა პარამეტრის მიხედვით აკმაყოფილებენ და შემდგომი განვითარება შეუძლიათ.

Defensa Central-ი ხუთივეს ვინაობას ასახელებს: გიორგი მამარდაშვილი, უგო გილიამონი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი და ანდრე ალმეიდა. განსაკუთრებული ყურადღება მამარდაშვილზეა გამახვილებული, ვინაიდან უკრაინელი ანდრეი ლუნინი უკმაყოფილოა ტიბო კურტუას დუბლიორობით და ისეთ გუნდში გადასვლა უნდა, სადაც
გარანტირებულად მოუწევს თამაში.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იბადება სავსებით ლოგიკური კითხვა - თავად მამარდაშვილს აწყობს კი თუნდაც "რეალში" სათადარიგოობა?

მკითხველის კომენტარები / 22 /
თქვენ საერთოდ აზრზე ხაართ საერთოდ რას ნიშნავს იყო სამეფო კლუბის ფეხბურთელი...??? ამნაი შანსს მამარდა დარწმუნებული ვარ არ გაუსვებს..კურტუა მარადმწვანე მეკარე კი არაა...ადამიანია რამე რო მოუვიდეს ეყოლება ღირსეული შემცვლელი... ჰე დააყარეთ დისლაიქები...
ტორპედოელი
14:24 12-04-2023
5
ძალიან ბევრი აქვს საშრომი და მოსამატებელი. ამ ეტაპზე რომელიმე სერიოზულ, გრანდად წოდებულ გუნდში გადასვლა, მით უმეტეს რეალში, გამორიცხულია. სამწუხაროდ რეალობა ესაა. ალმერიასთან მეორე გოლისას თავმოჭრილი ქათამივით წარმოუდგენელად მოძრაობდა...
კახა
11:29 12-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული