"რეალი" მამარდაშვილით დაინტერესდა - აწყობს გიორგის ეს ვარიანტი?

AutoSharing Option
Defensa Central-ი ვარაუდობს, რომ სეგუნდაში გავარდნის შემთხვევაში, "ვალენსია" წამყვან ფეხბურთელებს გაყიდის და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება "რეალი".

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" "ვალენსიას" ხუთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს და მათ ხელმისაწვდომ ფასად შეძენას შეეცდება, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მოთხოვნებს ყველა პარამეტრის მიხედვით აკმაყოფილებენ და შემდგომი განვითარება შეუძლიათ.

Defensa Central-ი ხუთივეს ვინაობას ასახელებს: გიორგი მამარდაშვილი, უგო გილიამონი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი და ანდრე ალმეიდა. განსაკუთრებული ყურადღება მამარდაშვილზეა გამახვილებული, ვინაიდან უკრაინელი ანდრეი ლუნინი უკმაყოფილოა ტიბო კურტუას დუბლიორობით და ისეთ გუნდში გადასვლა უნდა, სადაც
გარანტირებულად მოუწევს თამაში.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იბადება სავსებით ლოგიკური კითხვა - თავად მამარდაშვილს აწყობს კი თუნდაც "რეალში" სათადარიგოობა?

მკითხველის კომენტარები / 22 /
თქვენ საერთოდ აზრზე ხაართ საერთოდ რას ნიშნავს იყო სამეფო კლუბის ფეხბურთელი...??? ამნაი შანსს მამარდა დარწმუნებული ვარ არ გაუსვებს..კურტუა მარადმწვანე მეკარე კი არაა...ადამიანია რამე რო მოუვიდეს ეყოლება ღირსეული შემცვლელი... ჰე დააყარეთ დისლაიქები...
ტორპედოელი
12 აპრილი 2023 14:24
5
ძალიან ბევრი აქვს საშრომი და მოსამატებელი. ამ ეტაპზე რომელიმე სერიოზულ, გრანდად წოდებულ გუნდში გადასვლა, მით უმეტეს რეალში, გამორიცხულია. სამწუხაროდ რეალობა ესაა. ალმერიასთან მეორე გოლისას თავმოჭრილი ქათამივით წარმოუდგენელად მოძრაობდა...
კახა
12 აპრილი 2023 11:29
1
თუ ახლა ვალენსიაში ხელფასი აქვს $1 მილიონი და რეალში სათადარიგოდ გადასვლის შემდეგ ექნება $3 მილიონი მაინც არ უნდა გადავიდეს?!
aburjga
12 აპრილი 2023 10:57
2
სისულელე.... რეალი სკამის მეკარეში 40 მილიონს ან თუნდაც 30 მილიონს გადაიხდის???? აქ დავამთავროთ ბაზარ ვაგზალი. ათასი სისულელეს წერენ ყველაფრის გადმოკოპირება როგორ შეიძლება
რონი
12 აპრილი 2023 10:48
2
საქართველოს ნაკრებს არ აწყობს მისი ძირითადი მეკარე იყოს რეალის სათადარიგო, ეს იგივე პენსიაზე გასვლაა, წელიწადში 4 თამაში ითამაშა წინა სეზონში ლუნინმა, წელს 11.
ქუთაისელი
12 აპრილი 2023 10:34
0
რა "რეალი"? თუნდაც სიმართლე იყოს, რა უნდა "ზაპასკაში"! კურტუა არაფრის დამთმობი არაა. პირველ მეკარედ, კარგ კლუბში, ისიც პრიმერაში. "ატლეტიკო" კარგი ვარიანტი იქნებოდა.
მერაბი
12 აპრილი 2023 10:12
0
ქართველი ფეხბურთელები მენტალურად არიან სუსტები და ძალიან მორიდებულები უცხოურ კლუბებში, ავიღოთ იგივე მამარდა, იგივე ხვიჩა, ცოტა უფრო ნაგლი უნდა იყო თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო უცხოეთში, თორემ ისე ჩაგყლაპავენ
მამუკა
12 აპრილი 2023 05:01
5
ნაგლები ოქრიაშვილი და ჭანტურია იყვნენ უცხოურ კლუბებში და როგორც დაამთავრეს ნახეთ...
zura
12 აპრილი 2023 09:11
1
რას მოვესწარით ..აწყობს თუ არა ქართველ ფეხბურთელს რეალი.. ვაი თქვენს პატრონს ამ უაზრო ჭირაობით რო არ იღლებით.....
Zaza
12 აპრილი 2023 03:31
18
საერთოდ სუსტი გუნდის მეკარე ყოველთვის შესამჩნევია, რადგან ბევრი მუშაობა უწევს. მე მამარდაშვილი მიმაჩნია ჩვეულებრივი საშუალო დონის მეკარეს. მას არ ჰქონია ისეთი მატჩი რომ რაღაც სასწაული მოეხდინა. აი სასწაული ემპოლის მეკარემ მოახდინა მილანთან. ყველა მანძილიდან დარტყმული ბურთები აიღო. თუნდაც ჟირონას მეკარე ავიღოთ ბარსასთან უმაგრესი მატჩი ჩაატარა. არავინ გაიგოს ისე რომ მე გიორგი არ მომწონდეს, მაგრამ რეალში სათადარიგო მეკარედ ყოფნა არ მიმაჩნია სწორად. კურტუას ის ვერ ამოაგდებს
დავით 67
12 აპრილი 2023 02:36
3
მოსკოვის დინამოსთან ნათამაშებზე რას იტყვი?თბილისის ლოკომოტივს რომ გაამარჯვებინა!არც გრანადასთან უთამაშია ნაკლებად,თუმცა იქ უკვე ნამეტანი უპირატესობა ჰქონდა მეტოქეს,კლასში!იქ მკვდარი ბურთებიც აიღო,ცოცხალმკვდრებიც და წარმოუდგენლებიც.
სოსო
12 აპრილი 2023 18:55
0
რა რეალი, ნეტა მანდედანაც არ გამოაგდონ
ზურაბ
11 აპრილი 2023 22:54
26

სიახლეები პოპულარული