"ქართველი ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ დაუღალავად შრომისმოყვარეა" - ვეტერანმა მეკარემ "კვარა" ლეაოს შეადარა

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "მილანის" ყოფილმა მეკარემ, ჯოვანი გალიმ, Libero-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი პორტუგალიელზე ნაკლებად ნიჭიერია, თუმცა უფრო სტაბილურია.

"ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა განსხვავებული თვისებები აქვთ. რაფა ნაკლებად სტაბილურია. თუ პორტუგალიელი ისე ითამაშებს, როგორც ნეაპოლში, მაშინ მისი დონის ფეხბურთელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე იქნება. უდიდესი ტალანტი აქვს, მაგრამ შიმშილი და შინაგანი ცეცხლი აკლია. ხვიჩა ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ უფრო სტაბილურია. რომელს ავიყვანდი გუნდში? რთული ასარჩევია, ალბათ, კვარაცხელიას, რადგან დაუღალავად მშრომელია
და ნაკლებად გამაბრაზებდა.

რაც შეეხება "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირებას, ვფიქრობ, "პარტენოპეი" ფავორიტია" - განაცხადა გალიმ.

შეგახსენებთ, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობას აღემატება" - დელ პიერომ "კვარაზე" ისაუბრა

altსპალეტიმ გადაწყვეტილება შეცვალა - "ნაპოლის" ბანაკში სიახლეებია

მკითხველის კომენტარები / 32 /
სიტყვა ,,ნიჭის" მნიშვნელობა უნდა ისწავლო. ეტყობა, ბურთის მოგერიებისას ძელს თავით შეასკდი. :)
რატი
18:25 12-04-2023
3
ვაი შენს პატრონს.
ქობულეთიდან
19:19 12-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული