უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში "შახტარმა" გასვლაზე "ლვოვი" 2:1 დაამარცხა, დონეცკური გუნდის ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა კი ავტოგოლი გაიტანა.
მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილი ისევ შეუცვლელად ათამაშა, მან 56-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. შემდეგ ავტოგოლი ლვოველმა გრისომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 90+5ე წუთზე კი "შახტარს" გამარჯვება კელსიმ მოუპოვა.
"შახტარი" 49 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დენიპრო 1"-ს, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს და 22 აპრილს კიევში "დინამოს" დაუპირისპირდება.
გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატის 5
მატჩში 1 გოლი გაიტანა და გასულ ტურში სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.