"ნამდვილი ფენომენია, შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გახდეს" - კალაძემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩის წინ Prime Video-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 22 წლის გარემარბს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

"ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ვაკვირდებოდი. ნამდვილი ფენომენია. მას განვითარება კიდევ შეუძლია, რათა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება? იმედი მაქვს, ლამაზ სანახაობას ვიხილავთ" - განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაღლებით რომ გაივსო ქალაქი,ბავშვი კი არა უფროსებს რომ ვეღარ გაგვივლია უსაფრთხოდ ქუჩაში,მაგაზეც გვესაუბრე.
საქართველო
01:01 13-04-2023
20
ხიხია კახი ევროპა!!!!ნუ დადიხართ ევროპაში!!!!!
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული