რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 82 წუთი გაატარა, 22 წლის გარემარბი ნტანგი ნდომბელემ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.3 ქულა დაუწერა, რაც ნეაპოლელთა შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება გახლავთ. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "როსონერის" მეკარე მაიკ მენიო გახდა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 15 აპრილს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა

altპირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "მილანთან" 0:1 მარცხდება

altსპალეტი და ლეაო კვლავ კონფლიქტის

ზღვარზე - რამ გააღიზიანა ტოსკანელი [PHOTO]

altრა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თამაშს ვინც უყურა და მხოლოდ ანგარიშს არ ნახულობს, ნაპოლის აშკარა უპირატესობას შეამჩნევდა ამ თამაშში. კვარას ულამაზესი მომენტები ჰქონდა. ერთი გაიფაფხურა მილანმა და გოლად აქცია, გაუმართლა იმ მომენტში.
ძალიან ცუდია რომ ნაპოლიმ გოლი ვერ გაიტანა, დიდი წნეხის ქვეშ ითამაშებს სახლში.
ყველა ოსიმენის არყოფნას გაიძახის და ჩემი აზრით სისულელეა. რათქმაუნდა კარგი შემსრულებელია ოსიმენი მაგრამ, ჩემპიონთა ლიგის თამაშები რომ გავიხსენოთ ოსიმენის გარეშე, საოცრად ჩაატარა ნაპოლიმ, ლივრპულთან და აიაქსთან თამაშები გაიხსენეთ უბრალოდ. რასპადორიც კარგ ფორმაში იყო და ხვიჩამ საოცრებები აკეთა.
დღესაც არ დაუკლია ხვიჩას ლამაზი თამაში, უბრალოდ გოლი არ გაუტანია, და აქაურები (იქაურებიც) უგოლო თამაშს ჩავარდნად უთვლიან.

Skeleton
01:00 13-04-2023
15
დღეს ნაპოლიმ თამაშით აჯობა მილანს.
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ნაპოლი გავა თუ თუ გამოვარდება. ერთადერთი გუნდია იტალიაში, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ამაში უდიდესი წვლილი კვარას აქვს.
კ ვ ა რ ა ს და სხვას არავის!!
მეოთხედფინალში ისტორიის მანძილზე არ გასულა გუნდი და ასეთი ლამაზი ფეხბურთი არასდროს უთამაშია :)

ამ თამაშის მერე ვინმე კვარას რომ გააკრიტიკებს, ის აზრზე არაა საერთოდ ფეხბურთის.
რა საგოლე გადაცემები გაუფუჭეს.
ელმასი, ანგისა, რუი, საერთოდ რომელიმე მოგეწონათ?
მარა რათქმაუნდა წაგების მერე ვინც საუკეთესოა იმაზე უნდა გადატყდეს ყველაფერი!
Skeleton
01:42 13-04-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული