"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს

AutoSharing Option
გუშინ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი გაატარა. ხვიჩას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა, ამის შემდეგ კი სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. კალაბრიამ მის წინააღმდეგ თამაშს თავი კარგად გაართვა, ამაში კი კრუნიჩიც დაეხმარა" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"გუნდის აყოლიებას ცდილობდა, მხოლოდ "კვარა" იბრძოდა" - Calcionapoli-მ "კვარას" 6 ქულა დაუწერა.

"პირველივე წუთზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა კრუნიჩმა არ გაატანინა.
როდესაც სივრცეს პოულობს, დამანგრეველია, მაგრამ ორმაგი მეურვეობის დროს ყველაფერი რთულდება" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 6 ქულით შეაფასა.

"თანაგუნდელებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, კრუნიჩი მის წინააღმდეგ არ დანებდა" - Sport.virgilio-მ ახალგაზრდა გარემარბს 6 ქულა დაუწერა.

"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. მეტოქე, პრაქტიკულად, ვეღარ მოატყუა. კალაბრიას მის განეიტრალებაში კრუნიჩი დაეხმარა" - Sportmediaset-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"90-ე წამზე ბრწყინვალე მომენტი გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურობდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

alt"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 38 /
არ გაანიავა, მცველმა შეძლო მოგერიება
ავთო
17 აპრილი 2023 09:18
0
ხვიჩა ჯერ უბრალო,კარგი ადამიანია და მერე კარგი ფეხბურთელი.
ვუსურვებ მრავალი წელი საუკეთესოებში ყოფილიყოს...
დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ბავშვს აიყოლიებს და ქართულ ფეხბურთსაც ეშველება.
წარმატებები ქართველებო...
დავითი
15 აპრილი 2023 10:46
0
Თუ რუის მოეცილებინა და სხვას დააყენებს სპაგეტის მაᲨინ ორჯერ მეტს გაიტანს ნაპოლი ხვიᲩას დახმარებით! ნუᲗუ ვერ უყურებს რომ ორი წესიერი პასუხი კი არ გაუკეᲗებია ხვიᲩას!
ბადრი
14 აპრილი 2023 14:03
1
რას ქვია გაანიავა? ბურთს ფეხი ააცილა, თუ მეორე იარუსზე გაუშვა? კარის მიმართულებით, ძლიერად დაარტყა და მცველმა ბურთს გზა გადაუღობა. ადვილია მატჩის შემდეგ "პროფესორობა": აი ერთი შეხებით რომ არ დაერტყა და ბურთი ოდნავ მარჯვნივ გაეგორებინა, მაშინ ხომ ცარიელ კარში მოუწევდა დარტყმაო? როდესაც კარიდან ორიოდ მეტრში ხარ და ბურთს ეხები იქ მოფიქრების დრო საერთოდ არა გაქვს და რაც გააკეთა დიდი ალბათობით მაინც გოლით, ან რიკოშეტის შემდეგ ავტოგოლით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ფეხბურთის ღმერთებმა სხვაგვარად ინებეს, აქ კვარას ბრალეულობაზე ლაპარაკი უადგილოა.
რიგითი გულშემატკივარი
14 აპრილი 2023 11:18
1
როცა ათი წელია დარბიხარ 100 მეტრ დისტანციაზე და მერე უცებ გითხრან რომ 3 კმ უნდა ირბინოო იმავე ტემპში, ხო ვერ ირბენ, ასეა ხვიჩაც, ბოლო 5 წელია თამაშობდა ერთ თამაშს კვირაში და თან ისიც რა ტემპში, ეხლა კიდევ უწევს კვირაში სამი თამაში თან რა დატვირთვით, სულაც არ არის გასაკვირი ის რაც ხდება, კუნთს აქვს დამახსოვრების უნარი და როცა შეეჩვევა ამ ტემპს მერე უკვე სხვანირად ათამაშდება, პირველი წრე ზუსტად ამიტომ ჰქონდა ხვიჩას ბომბივით რომ ორგანიზმს ჰქონდა ის ენერგია, სეზონის ბოლოს გადაიღალა კუნთიც და ორგანიზმიც, თან დასვენების საშუალებას არ აძლევს სპალეტი და შედეგიც სახეზეა
მამუკა
13 აპრილი 2023 22:33
2
კვარა შეისწავლეს იტალიელმა მცველებმა და ის უკვე ოსიმენის გარეშე ისეთ ხიფათს აღარ წარმოადგენს მეტოქე გუნდებისთვის (გარდა აუტსადერებისა). რაღაც უნდა შეცვალოს დრიბლინგისა და ფინტების მხრივ.
giorgi 3
13 აპრილი 2023 20:01
7
წადი თქვენი უმადური..............! მილანის გოლის შემდეგ რომ დაინახა გუნდმა ის, რომ თურმე მარცხენა ფლანგზეც მდგარა კაცი, რომელსაც თავისუფალი სივრცე ჰქონია, რომ საჭირო დროს პასების არ იღებს და ეს უკვე თვეებია გრძელდება, ამას ვერ ხედავს ,,გენიოსების" პრესა?! ამაზე რატომ არ წერენ ხშირად და მწვრთნელს არ მიუთითებენ? ამ უვარგისებსაც და ზოგიერთ იქაურ თუ აქაურ ,,გენიოსსაც" თვალები ....ში რატომ აქვთ?
რატი
13 აპრილი 2023 17:42
4
სამაგიეროდ flashscore.com-მა დაუწერა 7.0 და გუნდში მეორე იყო ამ შეფასებით!
პაატა
13 აპრილი 2023 17:04
0
unda aigos lideroba da cota tamamad iyos tavis tanagudelebtan!!! egre ar sheizleba ambicia da driblingi dakarga spaletis xelshi, marto gunduroba ar aris lideroba, tavis tavze unda igos tamashi osimenis gareshe torem darcheba mag doneze!! kvara cota nagloba daanaxe mag shen gundelebs, pas rom ar gazleven da ignorishi xar!!, warmatebebi da gmertma daglocos!!
სანდრო
13 აპრილი 2023 16:38
1
1000% getanxmebit
Kvaraa
13 აპრილი 2023 17:48
2
მართლა ძაან ბევრს ითხოვენ და სულ რაღაცას აკრიტიკებენ ხვიჩაზე უფრო რომელს გინდოდათ რო გაეტანა ?!! აცალეთ ამ ბიჭს მაგარი ხარ ხვიჩა წარმატებები!!!
ბუხუტი
13 აპრილი 2023 16:34
1
შენ ფეხბურთისაგან შორსა ხარ,ვონც ითხოვს ხვიჩსაგნ მას მხოლოდ უნდა ერთი,იყოს უკეთესი ხვიჩა. აი შენნაირი დამოკიდებულება აცალეთ ერთი....
ლაპარაკობს ერთზე მხოლოდ.....შორსა ხარ ფეხბურთისგან.
მე ქართველი ვარ
14 აპრილი 2023 10:00
0
ბევრია 2 მეტრიდან გოლის გატანის მოთხოვნა? უნდა გაეტანა და მორჩა არ აქვს მაგას გამართლება
toti
13 აპრილი 2023 16:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული