"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ "როსონერის" განაპირა მცველმა დავიდე კალაბრიამ Prime Video-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიელი ქართველს 81 წუთის განმავლობაში მეურვეობდა.

"ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის. საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის ბევრი ვიმუშავე. ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს. ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო" - განაცხადა კალაბრიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური

მედია "კვარას" თამაშს

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენ გვყავდა მესხი,იქნებ ვინმემ ურჩიოს ან ანახოს ხვიჩას მესხის ფინტები,სისწრაფე აქვს და თავისუფლად გამოიყენებს რაც უფრო მეტ ფინტებს გამოიყენებს უფრო გაუადვილდება თამაში და ამ დამცველს კალაბრიას მიაჩმორებს და აღარ ათქმევინებს არაფერს
ვალტერა
11:34 13-04-2023
6
ხვიჩას ეხლა უნდა დაემტკიცებია რომ დიდი ფეხბურთელია, როდესაც ოსიმენი აკლია გუნდს და შენ მის არყოფნას არ აგრძნობინებ და მის გარეშე გაამარჯვებინებ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან, მაშინ ხდები ნამდივილი ლიდერი, აი ეს შანსი თითქოს ხვთისაგან ბოძებული, შენთვის გამოწერილი, დაკარგა კვარამ სამწუხაროდ. თავის თავზე უნდა გადამხდარიყო და ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, ეხლა რა გამოდის? ლიდერია ოსიმენი და ხვიჩა არის ოსიმენით, იგი მუდმივად მის ჩრდილში იქნება. აი ეს არის ძალიან ცუდი.

ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე ჩემს ანალიზში.

ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ!

ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან  მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად.
07-01
12:28 13-04-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული