"ვერონა" ჩემპიონატის აუტსაიდერია და მე-18 ადგილზე იმყოფება. ასეთ დროს გუნდები თავგამოდებით იბრძვიან. მათ წინა ტურში "სასუოლო" (2:1) დაამარცხეს და წარმატებული სერია სურთ.
ნეაპოლელებს უახლოეს მეტოქესთან მშვენიერი სტატისტიკა აქვთ - 24 მატჩიდან 15 გამარჯვება. "ვერონამ" ბოლო წლებში ერთადერთხელ მოიგო, როცა 2021 წელს ირვინ ლოსანოს ადრეული გოლის მიუხედავად, მეტოქეს (3:1)
ვერონულ კლუბთან მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასთვის განსაკუთრებულია. სწორედ მათგან შედგა ქართველის დებიუტი იტალიის ჩემპიონატში და "კვარამ" 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ჩვენებურმა შემდეგ პიოტრ ზელინსკის გაატანინა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა კი (5:2) გაიმარჯვა.
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის დილემა ახლა ისაა, ვინ შეიძლება დაისვენოს "მილანთან" განმეორებითი მატჩის წინ და ვისი თამაში იქნება აუცილებელი. ფინიშამდე 9 მატჩით ადრე 13-ქულიანი უპირატესობა ("ლაციომ" პარასკევს მოიგო) მონატრებული სკუდეტოსთვის საკმაოდ ბევრია, როტაციის საშუალება არსებობს. რაც ნამდვილად ვიცით, ვიქტორ ოსიმენს ბოლომდე მომჯობინების საშუალება მიეცემა და ის არ ითამაშებს (განაცხადში იქნება). სჭირდება თუ არა მთლიანად დასვენება ხვიჩა კვარაცხელიას? ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სპალეტიმ დაგვიანონსა, რომ ჩვენებური სათადარიგოთა შორის იქნება და საინტერესოა, რამდენი დრო მიეცემა. მაშინ, როცა "მილანის" თავკაცი ლიგის წინ მასობრივ როტაციას აპირებს, ეს ლუჩანოსგანაც ლოგიკური იქნება.
კიმ მინ ჯე და ზამბო ანგისა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ და სავარაუდოდ, ახლა სრულად დაიტვირთებიან. ამავდროულად, სპალეტის იმის გარკვევა სჭირდება, სამშაბათის დაპირისპირებაში ამირ რაჰმანს ჟუან ჟესუსი (მას მეტი შანსი აქვს) უნდა შეუწყვილოს თუ ლეო ოსტიგორი. ანგისას ნაცვლად ნახევარდაცვის ახალი სამეულის "დატესტვაც" მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც "ნაპოლის" შეხვედრის მთავარი მსაჯი ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.
"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...
"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი