ხვიჩა "ვერონასთან" სათადარიგოთა შორის? - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სერია A-ს 30-ე ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ვერონას" უმასპინძლებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის იქნებიან, რათა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ.

გამოცემის ინფორმაციით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, შესაძლოა, გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დაასვენოს. საეჭვოა კიმის თამაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთკორეელი ყვითელი ბარათების გამო "როსონერისთან" მატჩს გამოტოვებს, 26 წლის მცველი ჩემპიონატში ერთი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას
მიიღებს და საკუთარ გუნდს "იუვენტუსის" წინააღმდეგ 31-ე ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 16 ქულით უსწრებს.

alt"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

მკითხველის კომენტარები / 10 /
და ყვითლის მიღებისა და იუვესთან გამოტოვების შიშით კიმი რატომ უნდა დაასვენოს? ვიღაცამ ხო უნდა მოუგოს ვერონას? და იუვესთან (უფრო ძნელად მოსაპოვებელი) ქულები რატოა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე (უფრო იოლად ასაღები) ვერონასთან?
ვვვ
18:13 14-04-2023
0
ხვიჩას ხათრით ვგულშემატკივრობ ნაპოლის, მიყვარს ხვიჩას თამაში,ქართულ ცეკვასავით ლამაზია მისი დრიბლინგი.
ზურაბ
17:18 14-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული