ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - "კრემონეზემ" ისევ მოიგო

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ემპოლი“ 1:0 დაამრცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდის ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც 8 აპრილს გენუაში „სამპდორიასთან“ შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა, მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ისევ სასტარტოში დააყენა, მაგრამ 52-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

გოლი დესერსმა გაიტანა, რომელმაც სერნიკოლას გრძელი გადაცემა მიიღო და ბურთს პერიზანის კარში მიუჩინა ადგილი.

„კრემონეზე“ 19 ქულით მე-19 ადგილზეა და 23 აპრილს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ემპოლი 1:0
გოლი: დესერსი (4)

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ლუკას, რა ტრამვაა, ნეტა ასეთი?
ლევანი
15:46 15-04-2023
0
Am bolos momwons lochos tamashi, tavidan titqos malec igleboda dzlivs suntqavda xolme...
Givi
00:00 15-04-2023
1

სიახლეები პოპულარული