გველესიანმა ირანის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად "მეს კერმანთან" მოგებულ მატჩში (3:1) 31 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა დუბლი პენალტებით შეასრულა.

ეს მიმდინარე სეზონში გველესიანის მეორე დუბლია, სულ კი მის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 6 გოლია და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ მომენტისთვის "პერსეპოლისი" 54 ქულით ლიდერია და 23 აპრილს "ესტეგლალს" უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოდი შევქმნათ პეტიცია.გამოიხახე გველესიანი ნაკრებში !!! (დასვით ლაიკი და დისლაიკი)
დათო
06:09 15-04-2023
0
ასე ვიტყვი :სადაც მამუკა კობახიძემ 5 მატჩი ითამაშა ნაკრებში,ამ ბიჭს რატომ არ ეძლევა შანსი? ეგება გამოადგეს ნაკრებს კაცო,ყაზაიშვილს რომ იძახებდნენ ხან ამერიკიდან და ხან კორეიდან ისიც ხომ არ იყო ევროპა არა? თუ გავითვალისწინებთ,რომ ზედიზედ გადის ირანი მუნდიალზე ჩვენს ჩემპიონატზე დაბალი დონე არ უნდა იყოს ირანის ჩემპიონატი და თუ ამ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად გველესიანი დაასახელეს,გამოდის რომ როგორც მინიმუმ კობახიძეზე დაბალი დონე არაა,რადგან კობახიძე არა ჩემპიონატის საუკეთესო მცველი,საერთოდ სამეულში თუ შედის ესეც მოსაკითხია.თან როდესაც გველესიანი დინამოში თამაშობდა და კაპიტანიც იყო,კობახიძე ზესტაფონი-ტორპედოში იყო მაშინ და დონით გველესიანი უკეთესი მცველი იყო ეროვნული ლიგის კვალობაზე.
მეზღვაური
10:44 15-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული