"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "როსონერისთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკასგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა, წაგებას არ იმსახურებდნენ, მათ შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ. "პარტენოპეის" ოსიმენის გარეშე თამაში უჭირს. მეგონა, რომ "კვარა" და ლობოტკა უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ. ვიქტორი მეტოქის ნახევარმცველებს თავისკენ იტყუებს, თანაგუნდელების კარგ თამაშს სწორედ ნიგერიელი განაპირობებს.

დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე სპალეტის გუნდი გავა.

ამბობენ, რომ რაფაელ ლეაო ჩემპიონი და ფენომენია, თუმცა
პორტუგალიელი მცველებს საერთოდ არ ეხმარება, ეს კი მაბრაზებს. "ნაპოლის" პრობლემები არა ლეაომ, არამედ ბრაჰიმ დიასმა შეუქმნა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, დღეს კი აღარაფერს წარმოადგენს" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

altკასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

alt"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაპოლის პრობლემა დიასთან ერთად რუიმ შეუქმნა.
პირველ წუთებზე კვარამ ვერ გამოიყენა ძალიან კარგი მომენტი. მცველები ახლო იყვნენ, დაბალი დაარტყა, დაუბლოკეს, გამოცდილება არ ეყო და ა.შ. ყველაფერი მართალია, გეთანხმებით, მაგრამ მოგერიებულ ბურთს ვინ დაამატა, თანაც გაცილებით ხელსაყრელ სიტუაციაში? ხელს არავინ არ უშლიდა, მხოლოდ კარში უნდა მოერტყა ბურთი. მცველები, მეკარე ჯერ არ იყვნენ წინა ეპიზოდიდან გამოსული:- მაროი რუი! რატომღაც ყველას კვარაზე აქვს აქცენტი?!
რუის ხომ გამოცდილება და სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. მისი დარტყმული მეორე იარუსს უწევდა უეჭველი!
ნაპოლის მიერ გატანილ გოლში დიასი ვინ გაატარა და ზონა მიატოვა? მარიო რუიმ! ტექნიკური ფოლი იყო უეჭველი ასაღები რუისგან, თუნდაც ყვითელის ფასად. ან ლობოტკას ზონაში რა ჯანდაბა უნდოდა? ლობოტკაც უდაოდ დამნაშავეა! დიასიც "იგროკია". მასეთ სივრცეს და უპირატესობას რომ აჩუქებ, გამოიყენებს აბა რას იზავს! მერეტმაც წაუძინა!!!
რუის მოჭარბებული ამბიციები აწუხებს. ვინმემ თუ არ მიუჩუნა თავისი ადგილი კიდევ ბევრ სისულელეს გააკეთებს!!!
G.A.L.
12:54 15-04-2023
3
ჯერ არაფერია დასრულებული და ამდენი მშრალი მატჩის და გაბრაზებულ მერე მილანის კარს გოლი არ ასცდება, როგორც პატარძალს...
Lasha
11:43 15-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული