"ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, დღეს კი აღარაფერს წარმოადგენს" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "რომას" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. "ჯალოროსის" ყოფილი ფორვარდის თქმით, პორტუგალიელი ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, თუმცა მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა.

"არ ვიცი, "რომაში" წარუმატებელ შედეგებს როგორ აღიქვამენ. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მადრიდის "რეალს" გაწვრთნის თუ "სან მარტინეზეს". მოურინიოს "ბლანკოსში" დაბრუნება შეუძლია, რადგან დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი მალე სათავეში ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება. ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, თუმცა ეს წარსულს ჩაბარდა, დღეს პორტუგალიელი აღარაფერს წარმოადგენს" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "რომა" სერია
A-ს ცხრილში 50 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. დედაქალაქელები 8 აპრილს "ტორინოს" დაუპირისპირდებიან.

altკასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

alt"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები კასანოს.
ლევანი
17:53 06-04-2023
0
მართალია, როცა გატანილ გოლს გამომწვევად აღნიშნავ და ცდილობ მოწინააღმდეგე დაამცირო, მანდ მთავრდება ყველაფერი...
ლაშა
11:37 06-04-2023
4

სიახლეები პოპულარული