ძველი ჩაკვეტაძე გვიბრუნდება - ნანატრი გოლი გაიტანა და თანაც რა გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „სლოვანმა“, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ავადმყოფობის გამო ვერ უხელმძღვანელა, სახლში ბანსკა ბისტრიცას „დუკლა“ 4:0 დაამარცხა და რაც მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავურ გუნდში გაიტანა, რომელიც ძალიან აქტიური და გამორჩეული იყო. გაიტანა ჯაბა კანკავამაც.

მე-20 წუთზე სტუმრებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ ფაშკომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 35-ე წუთზე დაწინაურდნენ - საჯარიმოდან ლოვატის ჩაწოდებულ ბურთს კანკავამ თავით ჰრუშკას კარის ცხრიანში მიუჩინა ადგილი. მან მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ბრატისლაველებმა
დიდი ძალებით შეუტიეს, ჩავრიჩმა და ვაისმა ანგარიში გაზარდეს. 73-ე წუთზე კი ჩაკვეტაძემ დრიბლინგი განახორციელა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მოკლედ, გიორგიმ ნავსი გატეხა და „სლოვანში“ სადებიუტო გოლი კანკავას პასის შემდეგ გაიტანა. მას გოლი ბოლოს კლუბში გასული წლის აპრილში „ჰამბურგის“ რიგებში ჰქონდა გატანილი.

Sportall.Ge

კანკავამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გურამ კაშია კი 77-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ დაკ-ს 3 ქულით ჩამორჩება, 19 აპრილს სტუმრად თასზე „სკალიცას“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე „ზილინას“.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 5044 მაყურებელი
სლოვანი - დუკლა 4:0
გოლები: 1:0 კანკავა (35), 2:0 ჩავრიჩი (56), 3:0 ვაისი (59), 4:0 ჩაკვეტაძე (73)
გამოუყენებელი პენალტი: ფაშკო (20)

მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები გიორგის...რაც შეიძკება მეტი უნდა იმუშაოს. ტალანტი არ აკლია.
თეიმურაზ
00:53 18-04-2023
0
ჩაკვეს დონის საფეხბურთო აზროვნება, ქართულ ფეხბურთში, დღეს არავის აქვს, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ ბოლო 20 წელია არც არავის ჰქონია. კვარა უდიდესი მომავალის მქონე ფეხბურთელი გვყავს ქართველებს, რომელიც ღრმა პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს თუმცა ჩაკვეზე მეტი როგორც ტალანტი არავინაა ქართულ ფეხბურთში. ის სულ 19 წლის იყო როცა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა ნაკრების მომავლ წინსვლაში შეტანილი წვლილის გამო. უმძიმესმა ტრამვამ მასზე ძლიერ იმოქმედა თუმცა დაკვირვებული თვალისთვის აშკარაა რომ მას სჭირდება ჯანმრთელობა და მეტი მუშაობა რომ მსოფლიო დაონის ფეხბურთელი გახდეს 1-2 წელში.
წარმატებები გიო! მეტი,თავდაუზოგავი შრომა... და შენ ყველა სიმაღლეს მიწვდები
nika
16:59 17-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული