როდესაც "ვალენსიას" მსაჯიც არ სწყალობს - მამარდაშვილის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მაღალი ტემპი იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, შეცდომებით, თითქმის მომენტების გარეშე. ერთადერთი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც ოკამპოსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გოლი არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას არეულობაში ბადემ ანდალუსიელები დააწინაურა, თუმცა ისე მოჩანდა, მან იქამდე მუსა წააქცია. მე-60 წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში „სევილიას“ ნახევარმცველ ფერნანდოს მოხვდა, მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე სტუმრებმა მეორეჯერ დაარტყეს კარში და მეორე გოლი
გაიტანეს. 82-ე წუთზე საჯარიმოში ბურთზე მარკაოსთან ბრძოლაში მარკოს ანდრე წაიქცა, არბიტრი ისევ წავიდა მონიტორთან მომენტის გადასამოწმებლად და დმიტროვიჩის კარში თერთმეტმეტრიანი ისევ არ დანიშნა. ამჯერად ობიექტურად. ცოტა ხანში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ღამურების“ ნახევარმცველმა მორიბამ და ყველაფერი დასრულდა.

„ვალენსია“ 27 ქულით მე-18 ადგილზეა და 23 აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 39 654 მაყურებელი
ვალენსია - სევილია 0:2
გოლები: 0:1 ბადე (55), 0:2 სუსო (75)
გაძევება: მორიბა (84)

მკითხველის კომენტარები / 10 /
საერთოდ რა საჭიროა ვარ-ი თუ ასეთ შემთხვევებში ისევ მსაჯი წყვეტს, აშკარად ხელზე მოხვდა თან ისე რომ მომენტზე იმოქმედა აშკარად და პენალტი მაინც არ დადო მსაჯმა
მამუკა
04:21 17-04-2023
0
რა იყო მამარდას ბრალი? აბა რა უნდა ექნა, სხვა მხარეს გადამხტარიყო? იმოდენა შტანგა რომ დგას ვერ ხედავ? რო გადამხტარიყო და თავი მიერტყა, მერე შენ შეცვლიდი თუ?
ბიჯოს! ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი რკინის შტანგები კაუჩუკით უნდა შეცვალონო, მარა არ დაადგა საშველი, არადა ამხელა კაცი რო შეასკდეს შტანგისგან აღარაფერი დარჩება, ეს კიდევ ამბობს უნდა გადამხტარიყოო? ჰმ, კაცი რადგან 50 მილიონი ღირს. რუსულ ტანკსაც უნდა დაუწვეს. ააა?
კ ო მ ბ ლ ე
02:23 17-04-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული