"პიოლი კვარაცხელიას სწორედ ასე შეაჩერებს" - "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "მილანს" მასპინძლობს. "როსონერის" ყოფილმა მცველმა ფილიპო გალიმ Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მილანელთა თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ხვიჩა კვარაცხელია რადე კრუნიჩის პერსონალური მეურვეობით უნდა შეაჩეროს.

"ოსიმენის წინააღმდეგ თამაში რთულია, "ნაპოლის" შეტევებს სწორედ ნიგერიელი აგვირგვინებს. "კვარა"? რადე კრუნიჩმა და დავიდე კალაბრიამ მის წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობა უნდა დააწესონ. "როსონერის" რიგებიდან ყველაზე საშიში ბრაჰიმ დიასი იქნება. ესპანელი ხაზებს შორის ჭკვიანურად მოქმედებს, ამიტომ ლუჩანო სპალეტის ამ საკითხზე მუშაობა მოუწევს" - განაცხადა გალიმ.

altსპალეტიმ "მილანთან"

მატჩის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა ორივე გუნდში საუკეთესო იყო. საოცორი მატჩი ჩაატარა მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა. წარმატებები ჩვენს საამაყო კვარას, უბრალოდ უბადლო ფეხბურთელია.
დავითი
08:53 19-04-2023
0
Ver moschames kvaras orive gundshi sauketeso iyo, raqnas rom spaleti siria
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული