ჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის 1:1 დასრულდა, ნეაპოლური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„სან სიროზე“ 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე გამარჯვება სჭირდებოდა, თავიდანვე შეუტია, კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ბურთს მეკარე მენიუ დაეუფლა. 21-ე წუთზე კი მარიო რუიმ საჯარიმოში ლეაო წააქცია და ჟირუს პენალტი მერეტმა არ გაატანინა. ისევ გადავიდნენ იერიშებზე მასპინძლები. ხვიჩას კალაბრია ყურადღებით მეურვეობდა, ზელინსკიმ მომენტი ვერ გამოიყენა. მერე „მილანს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა, როდესაც ჟირუს ახლო მანძილიდან
დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. მწვრთნელ სპალეტის პირველივე ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია - ტრავმირებული მარიო რუისა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და ლოსანო შეუშვა. ლოსანო მაშინვე სახიფათოდ შეიჭრა საჯარიმოში, ლეაოსთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, თუმცა var-მა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 43-ე წუთზე ლეაო მცველებს გაექცა და ჟირუს გაატანინა. მოკლედ, "ნაპოლი" უპირატესობას ფლობდა, "მილანი" კონტრიერიშებზე უფრო სახიფათო მომენტებს ქმნიდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი „ნაპოლი“ შესვენების შემდეგ ისევ გადავიდა შეტევაზე. ქართველი კალაბრიას და ბრაიმ დიასს ორჯერ გაექცა და ორივეჯერ ააცილა მიზანს. ლომბარდიული გუნდი თავს უნარიანად იცავდა, ოსიმენამდე ბურთი თითქმის არ მიდიოდა, კიაერი მას გასაქანს არ აძლევდა. მე-80 წუთზე დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტომორის მოხვდა, ხოლო პენალტი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე მცველებს ესტეგორმა დაასწრო და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მენიო. ბოლოს ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა და მალე მატჩიც დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 728 მაყურებელი
ნაპოლი - მილანი 1:1
გოლები: 0:1 ჟირუ (43), 1:1 ოსიმენი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (23), კვარაცხელია (82)

altხვიჩამ პენალტი გააფუჭა

altხვიჩას დიდებული ჟესტი, რომელმაც "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა

altმსაჯი აშკარად შეცდა - რაფა ლეაო ბურთს არ შეხებია [PHOTO]

altლეაოს ბრწყინვალე თამაში და ჟირუს გოლი - "მილანი" "მარადონაზე" დაწინაურდა [VIDEO]

alt"პიოლი კვარაცხელიას სწორედ ასე შეაჩერებს" - "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩაზე ისაუბრა

altხვიჩა-ვიქტორის დუეტი ბრუნდება - მატჩის დღე და კრიზისიდან გამოსვლის გზები...

მკითხველის კომენტარები / 79 /
არ იყო ნაპოლი გასვლის ღირსი. ორივე თამაშში აჯობა მილანმა მარტო იმიტომ რომ ტაქტიკურად მოუგო პიოლიმ სპალეტის, ეს იყო და ეს. ბურთის ფლობა არაფერია მთავარია შედეგი. მენიო კიდე რავიცი საოცარი მეკარეა. კვარაზე რა ვთქვა ასეთ თამაშებში იზრდება ფეხბურთელი თავი მაღლა აწიე ჩვენო იმედო და განაგრძე წინსვლა
რაბუ
01:24 19-04-2023
3
რა უნდა ვქნათ ფეხბურთი ვერაგი და ზოგჯერ ძალიან უსამართლო სპორტია სამწუხაროდ ეს ყველაფერი დღეს განგებამ ნაპოლის და კვარას დაატეხა თავს ამას ფატალური უიღბლობაც დაემატა და ამიტომ
ალბათ უმრავლესობა ჩემსავით სევდიან ხასიათზე დაგვაყენა ნაპოლის ამ რეზულტატმა. ობიექტურად არ იყო მზად "ნაპოლი" უფრო შორს წასავლელად, არც შემადგენლობით, არც მენტალურად, არც ტრადიციით..
ჩემპიონთა ლიგა არ არის თუნდაც, სერია ა, სადაც ამხელა ჰანდიკაპი დააგროვეს, იმის მიუხედავად რო სეზონის წინ, დე ლაურენტისიც და სპალეტიც ვერ წარმოიდგენდნენ "ნაპოლის" ჩემპიონობას გუნდი ამ ბოლო სანაკრებო პაუზის მერე ფაქტია გადაიწვა (გამოიფიტა) მილანს კი ზედ ლიგის წინ ყველა ტრამვირებული დაუბრუნდა და ამ ბოლო ნახევარ თვეში მათ უფრო დაიწყეს პიკზე გასვლა ლიგისთვის საპირისპიროდ ნაპოლის პიკიდან სწრაფი ჩამოსვლის ფონზე.
ხვიჩას კიდე მეტს რას თხოვთ, მართლა ვერ ვხდები..თან პირველივე სეზონში? ყაზანი-ბათუმიდან მისულ 22 წლის ბიჭს?
მარადონას არ ჰქონია ასეთი დებიუტი, 84-ში მარადონამ სადებიუტო სეზონში 14 გოლი გაიტანა და "ნაპოლი" ევროთასებზეც ვერ გავიდა, მერვე ადგილი დაიკავა საერთოდ
33 წლის მერე იგებს სერია ა-ს, თან წარმოუდგენელი ფორით..
ვინც იცის ისტორიულად იტალიის ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრადიციულ დაპირისპირებაში, ეს გამარჯვება რას ნიშნავს ახსნა არ ჭირდება...ეს იქნება ნეაპოლის, როგორც ქალაქის ხელახლა დაბადება, ეკონომიკურად, ფინანსურად, მორალურად...და ამაში ხვიჩას წვლილი არის უდიდესი
კრიტიკოსები, ვფიქრობ ძალიან ბევრს, ზოგჯერ არარეალურს ითხოვთ კვარაცხელიასგან
ბიჭმა ამ სეზონში გააკეთა ზე-მაქსიმუმი.
მწვრთნელი კუთხურის ბაქანთან ლამის ბორკილებით აბამს. მეტოქე მწვრთნელები სამი პერსონალური მცველებით "გალიებით" და "სედკებით" დაზდევენ
ლეაოსგან განსხვავებით რომელსაც კონტრზე კინკილა განაპირა მცველი თუ მოყვება ხოლმე და იმხელა სივრცეები აქ მის მახლობლად დოღის მთელი ფარა გააჭენებს.
ხვიჩა კი ამ პირობებშიც 90 წუთში მაინც უსხლტება მეურვეებს და თამაშში 1-2 საგოლე მომენტს უქმნის საკუთარ თავს უბრალოდ კვარას სერიოზულად მეტიც ძალიან გულმოდგინეთ აქვს სამუშაო ფინიშზე დამაგვირგვინებელ დარტყმაზე ფაქტია ბევრს "მაზავს" ჩვენი ბიჭი სამწუხაროდ. თან გადავა უფრო ძლიერ გრანდში და
და ეს "გალიების" და "ავტობუსების" პრობლემაც მარტივად მოგვარდება.
მთავარია რო თავდაუზოგავი შრომა გააგრძელოს, განსაკუთრებით, დაიკიოდოს უაზრო, ქართული ცაში აყვანა და ამ დონეზეც (უფრო მაღლაც) არაერთხელ მოუწევს ბრძოლა, გაცილებით უფრო დიდი კლუბების მაისურით. მას გუნდი არ დაუღალატებია და ვინც ამას იტყვის ან ის ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა ან შეგნებული დემაგოგია. დიდი გამოცდილებაა ეს ვერ გატანილი პენალტიც მას უფრო ძლიერს გახდის ესეთი "რთული" ეპიზოდები უფრო გამოაწრთობს და მტკიცე ფოლადად ჩამოყალიბებს როგორც ტაქტიკურ ისე ფსიგოლოგიურად. ხვიჩა ჯერ მაინც ჭყინტია. გულს ნუ გაიტეხ ჩვენო ბიჭო წინ არაერთი დიდებული თავგადასავალი გველის ყველას შენთან ერთად ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ და შორს არარის ის დრო ეს მეოთხედფინაში შეწყვეტილი სერია გაგრძელდება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში შემართული თასით დაგვირგვინდება.
Charley
04:36 19-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული