უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
ჰალანმა საერთოდ ააცილა პენალტი და მაგ თემაზე რატომ არ წერთ, ხვიჩას აუღო მეკარემ და რა ამბავში არიან ეს სატანის მოციქულები რომ ილანძღებიან..
O.K.
21 აპრილი 2023 08:56
3
ყველაფერს საზღვარი აქვს ! მორჩით ხვიჩას მარადონასთან შედარებებს ! ვერ ხვდებით, რომ უკვე სიბრიყვეში გადაგვდის ყველაფერი, უვიცობაზე რომ არ ვილაპარაკოთ ?
ზურა
21 აპრილი 2023 08:09
5
რა თქმა უნდა მთავარი სპალეტის შეცდმაა და არა მარტო ამ თამაშის დაგეგმვაში, ხვიჩასთვის მოქმედების არეალის მკაცრად მარცხენა ფლანგით შემოსაზღვრა! ძალიან კარგად მახსოვს პირველ წრეში მარჯვენა ფლანგზე გადანაცვლებული ხვიჩა რა დღეში აგდებდა მეტოქის დაცვას!
aburjga
21 აპრილი 2023 05:35
2
ქართველების ის მცირე ნაწილი, ვინც მილანს ქომაგობდა კვარას წინააღმდეგ, არიან ფსიქიკურად დეგრადირებულნი, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრსაც კი დაწყევლიან, თუ მილანის წინააღმდეგ ითამაშებს!
Რაგბის ფანი
21 აპრილი 2023 04:13
13
მილანის ფანებს ვინ დაეძებს.
აქ ხალხია იმას ფიქრობს. ხვიცა არ ათამაშედეს და მესის არ აჯობოსო :)
las
21 აპრილი 2023 12:15
1
მილანის გულშემატკივრები კიდევ ჰოო, მაგრამ არა გულშემატკივრები უუხხ...
la masia
21 აპრილი 2023 08:49
2
ყველა გამოხმაურება
პიოლისთან კი არა მსაჯებთან და ფიფა-უეფასთან "წაგებული" დუელი.
1
21 აპრილი 2023 03:25
6
ნაპოლის არ ეყო მწვრთნელის კლასი და კონკრეტული მატჩის წინ ფორმიდან ამოვარდნილ გუნდს სტრატეგია ვერ დაუხაზა მეტოქეს სიახლე ვერ შეთავაზა რაც ეყო პიოლის და დადგა ის შედეგი რაც დადგა. ამიტომ მშიშარა მწვრთნელი საფეხბურთო განგებამ დასაჯა რა უნდა ექნა? რასაც სულ ვწერდი მილანთან სან სიროზე გუნდი უნდა გაეყვანა 4-4-2-ით და არა 4-3-3-ით, ნაპოლი გააგდო სუსტმა ცენტრმა რიცხობრივი უპირატესობა შეუქმნა მილანმა ამ ზონაში ორივე შეხვედრაში შესაბამისად საჭირო მომენტში ლეაოს სივრცე და პორტუგალიელმა პირადად გაიყვანა მილანი ნახევარფინალში. რაც შეეხება კვარას კრიტიკას რომ არა ხვიჩა დარწმუნებული იყავით ნაპოლი ამ ეტაპამდე ვერ მივიდოდა ის ჯგუფში ჩარჩებოდა და სერია აში 14 ქულიანი ფორა კი არა ნაპოლის მაქსიმუმ ინტერთან და რომასთან ეჭიდავა მესამე მეოთხე ადგილისთვის. კი ფაქტია ორ მომენტში გასატანი ვერ გაიტანა პლიუს პენალტი, ცივსისხლიანობა ვერ გამოიჩინა მაგრამ სხვებმა რა ქნეს? პიოლიმ რომ სამ კაციანი "გალია" დაუპირისპირა ეს ხომ სპალეტიმაც იცოდა ასე რომ იქნებოდა და რა მოიფიქრა რატომ არ მისცა გუნდის ყველაზე ფანტაზისტა ფეხბურთელს შეტევის მთელ არეალზე სრული კარტბლანში, რატომ არ დაავალა ცენტში შეიწიე საჯარიმოსთან უფრო აქტიურად იმოძრავე ხანდახან მარჯვნიდანაც შეუტიეო იმიტომ რო ლუზერია. მაგრამ ხვიჩა ინდივიდუალურად ორჯერ მაინც გაექცა კალაბრიას და უნდა გაეტანა ერთი მაინც მაგრამ ვერ გაიტანა იღბალმა დააღალატა სტრესმა ააცილებინა, ვერ იტვირთა მარტომ 22 წლის ბიჭმა მთელი გუნდის საზიდი. და ამ გალიით სამ კაცს რო აკავებდა ნაპოლის სხვა შემტევებს რომ "ეძინათ" და ვერ ისარგებლეს ხვიჩას მიერ შექმნილი სივრცეებით ესეც ხვიჩას ბრალია? ამით კატასტროფა არ მომხდარა გუნდი აგერ 33 წლის მერე ჩემპიონი ხდება რაც უდიდესი ტრიუმფია და როცა სკუდეტოს შემართავენ ეს მატჩები საერთოდ აღარავის ემახსოვრებათ ისეთ ემოციებში იქნება თითოეული ფეხბურთელი და მთელი ნეაპოლი. ლიგაზეც ყველაზე შორს წელს წავიდა კლუბი ისტორიის მანძილზე უბრალოდ როცა ამ ეტაპზე მილანი გხვდება და არა რეალი სიტი ან ბაიერნი ასეთი სეზონის ფონზე თუნდაც "ჩავარდნის" პერიოდში უბრალოდ ვალდებული ხარ როსონერი გააგდო. სრულებით არ ვაკნინებ მილანს ის ნაპოლიზე ათჯერ დიდი ისტორიის და რეგალიის გუნდია მაგრამ დღევანდელი მილანი რბილად რომ ვთქვათ არც რეალი არც სიტი და არც ლივერპულია რასაც ვფიქრობ ინტერიც დაამტკიცებს და თუ ფინალში მაინც გავიდა რეალი/სიტიდან ორივე ფორით მოუგებს და მათთან "გალიები" და "ავტობუსები" კი ლომბარდიაში რაც ავტო ტრანსპორტია ყველა რომ განალაგონ საჯარიმოს მისადგომებთან მილანი მარცხს ვერაფრით გადაურჩება.
Charley
21 აპრილი 2023 02:07
2
ნუ წაიღეთ ტვინი ამ კვარაცხელიათი აცალეთ თამაში ამ პენლის დარტყმასაც ისწავლის ბიჭოოოოო შემზიზღდა სპორტულ საიტებზე შესვლა რამდენი პროფესორია და ჭორიკანა შეეშვით შეეშვით ითარსება ეს კაცი ხო ხედავთ
Dato
21 აპრილი 2023 01:54
10

,,ნაპოლი,,-მ -,,მილან,,-ს თამაშით მოუგო,მაგრამ- შედეგით დამარცხდა,მიზეზი-მილანის გამოცდილება ამ დონის ტურნირებში,სწორი ტაქტიკა-სტრატეგია (2 შემქმნელს-ხვიჩას,და ოსიმენს მუდმივ 2-3 მცველი ,,დააჯინეს ფეხზე,, მით შემოქმედი- ეფექტური ფეხბურთელები შეძლებისდაგვარად გათიშეს-3 თაშაშში 1 გოლი მიიღეს, ნახევარდაცვა-სწრაფი და კოლექტიური კონტრშეტევებით დაამუშავეს და...).

ხვიჩაა-ძალიან ნიჭიერი და დიდი ტალანტია,საჭიროა მენტალურად მეტად განმტკიცდე-გაცილებით მყარი და სტაბილური შეიქმნას,რისი შესაძლებლობა აქვს სწორად ევროპის გრანდებთან გამარჯვება,თუ დამარცხება...არ დანებებით-საკუთარ თავზე მუშაობით და აუცილებლად გახდება ჩემპიონთა თასის მფლობელი,მსოფლუო მასშტაბის საუკეთესო მოთამაშე... მაგრად გაგვახარებს არა მარტო ქართველობას.
ხო,იტალიის ჩემპიონი უკვე არის,
ლიგაზე დამარცხების მერე კიდევ უფრო გაშმაგებით,თამაშის საკუთარ თავზე მუდმივ აღებით,გამარჯვების მუდმივი სწრაფვით - საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე აჩვენებს და შედეგებიც არ დაუყოვნებს.

ე.ი.საჭიროა არ დანებება-შეუპოვრობა, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობა, გამარჯვებისათვის მუდმივი სწრაფვა და...
კახაბერი
21 აპრილი 2023 10:54
1
იტალიელები ცნობილები არიან უმადურობით, განსაკუთრებით სამხრეთელები. სამწუხაროდ ქართველები კიდევ უფრო მეტად. მითხარით, რომელი დიდი ქართველი არ ვაცვით ჯვარს საკუთარი ხელით? ეს სულ ასე იყო. ხვჩას კი არა, პატრიარქს ლანძღავენ და თავად ქრისტესაც. ღმერთმა შეუნდოთ.
ორი აზრი არ არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია!!! ეს ცოტას ნიშნავს? სერია ა ის აღარაა, რაც 90იანების ბოლოს და 2000იანებში იყო, მაგრამ მაინც. არ გაგიკვირდეთ, მილანმა ლიგა მოიგოს! პიოლი ნამდვილად ძალიან კარგი სტრატეგოსია. სპალეტის და ნაპოლის არ გაუმართლა კიდეც. ცუდ დროს დაემთხვა "სპადი", რაც გარდაუვალი იყო. ამას ტრავმები, დისკვალიფიკაციები დაერთო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ანგისა ტყუილად გააგდეს და ლეაომ პენალტი და ყვითელი დაიმსახურა. ვითომ არაფერი, დეტალები, მაგრამ ასეთ დუელებში ეგეც საკმარისია. შტანგაზე პეპლის ეფექტია. ასეთი მცირე მიკერძოებები რაგბში უფრო კარგად ჩანს ხოლმე. ერთადერთი რაც მგონია, რომ ხვიჩას ძლიერი მხარე პენალტი არ არის. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაარტყას, აგარმ ამ კომპონენტზე სავარჯიშო აქვს. არცერთი მისი დარტყმული პენალტი არ იყო დამაჯერებელი, თუმცა მთავარი სხვაა,ის რომ გაბედა! "დუხი" მთავარია. არა უშავს. დასანანია, მაგრამ ნაპოლი ფინალს ვერ მოიგებდა ალაბათ. სიტისთან და რეალთან უშანსოდ იქნებოდა წესით. მთავარია ჩემპიონატი მოიგონ და არც ემახსოვრება არავის ეს ამბავი. აქ კიდევ ლაციოც წაიბორძიკებს. ეგერ არაა, ადგეს და 8 თამშიდან რვავზე მოიგოს. 11 ქულა უნდა ნაპოლის და აბა ჰე და აბა ჰო!
ანდრია
21 აპრილი 2023 01:36
4
არ უნდა ამას ამხელა მონოლოგი..ტხა ცხის ფეხით იკიდება ცხვარი ცხვრისა...რაცააა ისე მივიღოთ და ნუ მოგვინდება კვარაცხელიასგან მართლაც მარადონას შექმნა.
მე ქართველი ვარ
21 აპრილი 2023 02:15
11
ხვიჩა ძმაო. დიდი ფეხბურთელების ხვედრია ჩასაფრებული ადამიანები. გახსოვდეს დიადი ფეხბურთელებიც არსებობდნენ. ისინი იმიტომ იყვნენ დიადი და არა დიდი რომ ამ ჩასაფრებული ადამიანების საქციელს და ლაპარაკს ყურს არ უგდებდნენ და მომდევნო თამაშში იმაზე მეტს აკეთებდნე ვიდრე წინაზე და მათ ყოველ კრიტიკას საუკეთესო თამაშს თავაზობდნენ. ღმერთი შენსკენ. სხვებს არ შეედარო. სხვას არ გავდე. იყავი ის რაც ხარ.
roma bejanidze
21 აპრილი 2023 00:23
3
კარგად დაფიქრდი ეს რატომ დავწერე. ვაი გულშემატკივარი ისაა ვინც მოდაზე მოწონს ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ ფეხბურთს ხვიჩას თამაშის გამო უყურებ რომ მერე სადმე დადგე და იბლატაო ხვიჩას თამაშს არ ვმაზავ მაგრა ითამაშაო (ეს თუ გოლი გაიტანა ან საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა) თუ ვერ გაიტანს მერე დაიწყებ ლაყბობას ვაფშე არაა მაგარი. ვაი გულშემატკივრები აქეზებენო. მთელი საფეხბურთო ელიტა იძახის მაგარიაო. უეფამ დოკ. ფილმი გადაიღო ხვიჩაზე. შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი რომ იძახი ვაი გულშემატკივრები ხართ ვისაც ხვიჩა მაგარი გგონიათო? პირველი სეზონია და ტიპი ნაპოლის მთავარი ძალაა მთელი სეზონის განმავლობაში. თუ ხვიჩას საგოლე მოქმედება არ აქვს 60 % თამაშს აგებს ნაპოლი და თუ ხვიჩა იტანს აუცილებლად იგებს. ასე რომ გაჩუმდით ვისაც ფეხბურთი არ გესმით.
roma bejanidze
21 აპრილი 2023 20:18
0
შენ და შენნაირი ვაი გულშემატკივრები ქმნიან ჯერ ფონს თითქოს ვარსკვლავია,მერე თითქოს სხვისი ბრალუა და ბოლის თურმე ჩასაფრებული ყავთ ....კარგი რა,დაერქვას ყველაფეტს თავისი სახელი...შეუშალა ხელუ ვინმემ ხვიჩას? და თუკი არ შეუძლია მეტი ეს არც მისი ბრალუა და არც გულშემატკივრის. რა იყო ძალით გინდა ლეგენდა შექმნა???
მე ქართველი ვარ
21 აპრილი 2023 02:20
23
კარგი ანალიზია...
Zviads
21 აპრილი 2023 00:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული