უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
პენალტს რაც შეეხება არ უნდა დაერტყა რათქმაუნდა, ეგ ბევრჯერ დავწერეთ მეც, ბატონმა მამუკამაც და სიომინმაც, მაგრამ რა ხვიჩას ბრალია? გუნდს ყავს მწვრთნელი და ყავს კაპიტანი, გადაეწყვიტათ ვის უნდა დაერტყა, აბა კაპიტნის ფუნქციაა რა არის გუნდში, ლეაუ რომ გამოიქცევა წამოიპლაკოს როსკიპი ქალივით?
უვიცი
21 აპრილი 2023 00:08
3
დავიწყოთ იქედან, რომ ზედმეტი და უსაფუძვლო არც ლანძღვა ვარგა და არც ქება. გავაგრძელოთ იმით, რომ Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6 შეფასებები იწერება ავტომთვლელით, ანუ რობოტით და სხვა სპეციფიკა აქვს, იტალიური გამოცემების შეფასებები კი ჟურნალისტების მიერ იყო დაწერილი, მკითხველმა განსაჯოს რომელი უფრო რეალურია. ხვიჩას უამრავი პლუსი აქვს, ვთქვათ სიმართლე, ის საშინლად ტექნიკურია და გააწამა მცველები, სამი კაცი ფეხზე აჯდა და ბევრ შემთხვევაში გააბითურა ისინი, მაგრამ... ყველა ეს დრიბლინგი რა სიჩქარეზე გააკეთა ვინმე აკვირდებით ამას? რატო ასწრებდა ამდენი ხალხი მის გარშემო შეკრებას? ხვიჩას სწრაფი დრიბლინგი არ გაუკეთებია ყველა მისი შეტევა გადადიოდა პოზიციურ შეტევაში და ივსებოდა ამასობაში ირგვლივ სრულად სივრცე და არც პასის გასაკეთებელი ადგილი რჩებოდა, არც კარში დასარტყმელი და ვიყავით ყველა სასწაულის იმედზე, რომ ხვიჩა ყველას მოატყუებდა და კარში ზუსტად დაარტყამდა, რაც კინაღამ გამოუვიდა რამდენჯერმე, მაგრამ კინაღამ არ ითვლება. იგივე ლოსანოს რომ შევადაროთ ის ბევრად ნაკლებ ტექნიკურ მოძრაობებს აკეთებდა, თუმცა სწრაფად მოძრაობდა, რაც ჩემი აზრით უფრო სახიფათო იყო და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ფაქტია ლოსანოს აქტიურობას მოჰყვა ორივე პენალტი (დანიშნულიც და არდანიშნულიც). სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩას თითქმის არ ეძლეოდა გასაქცევი მომენტები და უმეტესად იძულებული იყო მხოლოდ ტექნიკის იმედად ყოფილიყო, თუმცა მინიმუმ ორჯერ მომენტი, როდესაც ხვიჩამ ფლანგზე დიდი სივრცე მიიღო, მაგრამ სწრაფად გაქცევა და ამ სივრცის გამოყენება ვერ შეძლო. მაგალითად ლეაუს მგონი ერთხელ მიეცა მსგავსი შანსი და გამოიყენა, რითაც კარიერის ბოლოს ბარსადან მილანში გადასული რივალდო გამახსენა, რომელიც ყველა სწრაფი შეტევის დროს ტემპს აგდებდა და ტექნიკური არსენალით დინჯად ცდილობდა ფეხებში ბურთი ეტარებინა მეტოქე მცველებისთვის, რივალდოს კარიერას მილანში მისი თამაშის სტილმა ვერ არგო. ვინიუსიუსი კი უბრალოდ საოცარია ბოლო ორი სეზონი, მსგავს სისწრაფეზე ტექნიკურ გარღვევებს ვერავინ ვერ აკეთებს და მხოლოდ მშრალი სტატისტიკის ყურება, რომ ხვიჩამ მისი რეკორდი გაიმეორა, მთლად მართებული ვერაა. ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ რაცაა ისაა და ყველა ასპექტში ნომერ 1 ვერ იქნება, თქვენ რო გისმინოთ კაცმა უნაკლოა და მარტო ათრევს გუნდს. ეს ასე არაა ნამდვილად, პირიქით ძაან კარგ გუნდში მოხვდა და ძაან ეხმარებიან და ხელი ეწყობა ყველანაირად. პენალტი კიდე ვის არ გაუფუჭებია, იმავე დღეს გააფუჭა ჟირუმ და ჰოლანმა, მაგრამ უბრალოდ დაუწერელი კანონია, რომ ფლანგელები არ არიან კარგი პენალტისტები, მათ დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და არ ასრულებენ, როგორც წესი, უნდა შეეშვას.
უვიცი
20 აპრილი 2023 23:41
13
Subieqtur azrze rom gaamaxvile eg kargi iyo:)
L.J .
20 აპრილი 2023 22:41
6
ობიექტური თუ იქნებით ვერაფერი გააკეთა მილანთან და აქეთ და ადიდეთ თუ გინდა. ცარიელი დრიბლინგი შედეგი თუ არ მოყვა ვის რად უნდა. 5 10 და 20 ტურის წინ რა იყო არაფერ შუაშია, მეოდხედფინალი ჩააგდო 2ვე თამაში.
gio
20 აპრილი 2023 22:40
54
2ვე როგორ იკითხება: ორვე თუ ორივე?
უვიცი
20 აპრილი 2023 23:45
4
თან მიაწერე თქვენ(და თქვენნაირები) როგორი ბედნიერები ხართ მაგ დროს…
Gios
20 აპრილი 2023 23:16
2
საინტერეს ანალიზია.
ფაქტია რომ სპალეტიმ წააგო თამაში. სამი დაპირისპირება მილანთან და არცერთი გატანილი გოლი. ხვიჩაიყო ნათელი წერტილიო ითქვა არაერთგან და ესეცაა.. მარტივი ბურთი ვერ მიიღო ნდომბელემ და ის დაკარგული ბურთი იქცა გოლად და გოლისას ჟესუსი კარში იდგა ნაცვლად იმისა რომ ჟირუსთვის თავისუფლად მოქმედება შეეზღუდა და ეს ორივე ეხბურთელი უთამაშებელი იყო პრაკტიკულად და ჯოვანი სიმეონემაც უთამაშებლობის შემდგომ ერთბაშად დატვირთამ გაუმიზეზა ტრავმა სავარაუდოდ. როტაციას თითქმის არ მიმართავდა სპალეტი, მისთვის სკუდეტო იყო უპირველესი საზრუნავი იმიტომ რომ არასდროს მოუგია და კომპლექსი ქონდა..
ყველაფერი წინ აქვს ჩვენს იმედს და გულიან ადამიანს, წარმატება ხვიჩას და ყველა საქართველოს მოყვარულს.
rable
20 აპრილი 2023 22:26
4
სწორია, სიმეონეს ტრამვა მთლიანად სპალეტის სინდისზეა ბევრი მიზეზის გამო, მაგდენის წერა მეზარება
უვიცი
20 აპრილი 2023 23:44
3
იუვეს დაუბრუნეს 15 ქულა1
gega
20 აპრილი 2023 22:21
0
რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, თავოსი აზრი გამოთქვას, ზოგი რას წერს, ზოგი რას. მთავარი ის არის, რომ ხვიჩა, ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამას. ის დღემდე თავისი შრომით მოვიდა, და დღეის მერეც ასე იქნება. დიდი მდლობა ხვიჩა, შვილო, იმისთვის რასაც აკეთებ და ხვალეც გააკეთებ. მადლობა, რომ აჩვენებ მსოფლიოს, თუ რა არის, ქართული გენი და ნიჭი. ბოლო წლებში როგორ გვაკლდა ეს.
დიდება საქართველოს!
ლევანი
20 აპრილი 2023 22:06
2
ხვიჩა საუკეთესოა.ჯერ ერთი ტურის ნაკრებში შეიყვანეს,რომელშიც ვერც ოსიმხენი მოხვდა და ვერც ჰოლანდი.ნაპოლიდან ერთადერთი.
ასევე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა :ათი წარმატებული მოქმედება 18 დრიბლინგიდან.
ის პენალტი რომ გაეტანა მატჩის გმირი იქნებოდა. ძალიან შევშფოთდი პენალტის დარტყმა რომ გადაწყვიტა.
ჯუჯი
20 აპრილი 2023 22:04
2
ვერ გაიტანდა, ფიზიკურად დაღლილი იყო და ნამდვილად არ ქონდა ძლიერად დარტყმის ძალა დარჩენილი, მეკარის შეცდომის იმედზე ვიყავით.
უვიცი
20 აპრილი 2023 23:47
4
ვაღიარებ რომ ხვიჩამ საქართველოში ფეხბურთის სიყვარული დააბრუნა,კარგი ადამიანია,საქართველოს სიამაყეა,მაგრამ რა ზღაპრებიც არ უნდა წეროთ სიმართლე ის არის რომ მილანთან კარგათ რომ ეთამაშა რასაც როგორც ვარსკვლავისგან მოველოდით ნაპოლი ნახევარფინალში იქნებოდა.
ჩემი აზრით
20 აპრილი 2023 21:57
29
მართალია, ორივე შეხვედრაში ქონდა გატანის რეალური შანსი (პენალტი არ ითვლება) და ორივე ახლომანძილიდან ვერ გაიტანა. შანსი ქონდა ნაპოლი თავად გაეყვანა ნახევარფინალში, ამას იმიტომ ვამბობ რომ ეგეთი მოლოდინები გაგვიჩინა ქართველსაც და უცხოელსაც.
მ.მ
21 აპრილი 2023 00:43
1
ხვიჩას 3 მონუმენტი ედგა წინ და ნაპოლიში თამაშობს. შენ ის თქვი, სუპერვარსკვლავური გუნდი მესი, ნეიმარი და მბაპე როგორ გავარდნენ ჩვენს ხვიჩაზე ადრე.
ხვიჩა არის ოქრო. მთელი გუნდისგასაკეთებელს აკეთებდა, მაგრამ სხვები უშლიდნენ , პენალტი უნდა დავარტყაო, თვითონ არ გადაწყვიტა, ასე რომ ეს მისი შეცდომა არაა.
-
21 აპრილი 2023 00:19
2
ყველა გამოხმაურება
2-3 მცველი ხომ მართლა ეჯდა სულ ფეხზე და ესეთ დროს არც ჩარბენას უკეთებდა ვინმე. 2 ჯერ რაც გაუძვრა მცველებს ეგეც ძალიან მაგარი შედეგია… ზოგმა წამოაძახა მარტო ორი მომენტი შექმნაო და ეს ორი შანსი აბსოლუტურად დამოუკიდებლად რომ გააჩინა ეგ ავიწყდებათ.
Felisio
20 აპრილი 2023 21:39
3
რუის ერთადერთი ღირსება ეგაა, რომ ჩარბენებს აკეთებს და მაგით ცოტას უმსუბუქებს ხვიჩას დატვირთვას.
ოლივეირა ვერ რისკავს ეგრე ღრმად წასვლას შეტევაში ფლანგზე.
არაფრით არ ველოდი მილანში შემტევი ტაქტიკის არჩევას სპალეტისგან. მეგონა ოლივეირა ითამაშებდა და არა რუი.
გოგია
20 აპრილი 2023 22:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული