უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ
კაკაო
25 აპრილი 2023 12:11
0
სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ
კაკაო
25 აპრილი 2023 12:09
0
ნაპოლელო ტიფოზებო და ნაპოლის ხელმძღვანელობავ, ამბობენ "მადა ჭამაში მოდისო", მაგრამ ამ დროს საჭიროა საჭმელი გქონდეთ. თქვენ კი არ გაქვთ. ხედავთ რამდენს უხდის პსჟ მბაპეს, ნეიმარს და მესის? იყვნენ ისინი მეოთხედფინალში? თქვენ რამდენს უხდით თქვენს იმ ვარსკვლავებს ვის გაყიდვასაც 130-150 მილიონ დოლარად აპირებთ? "ველიკი" ლევან თედიაშვილის არ იყოს "რამდენსაც იხდით", იმაზე ათჯერ მეტი გააკეთეს ბიჭებმა. თქვენ რომ გკითხოთ კაცმა იტალიის თასის ფინალშიდაც გინდოდათ თამაში, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ადამიანი კი არა რკინა ცვდება, ანუ ფეხბურთელი იღლება.
ჟორა გაბრიჭიძე
22 აპრილი 2023 12:23
1
ხვიჩა არის ჩვენი სიამაყე! ოქროს ბურთის ათეულში რომელი ქართველი ფეხბურთელი გახსოვთ?ან სომეხი ? ან რუსი?….კალაძე ესეთი ვარსკვლავი არ ყოფილა მიუხედავათ ორი ჩემპიონთა ლიგისა
კალა
22 აპრილი 2023 11:53
0
თქვენი საყვარელი მილანი ამდენი წელი ჭაობში რომ იჯდა ეხლა გამოხტა მაინც და მაინც ნაპოლისთან, ვნახოთ აბა ინტერს თუ მოუგებთ?!…ეს კალაძეც უნამუსოა ზუსტად ეხლა ჩაერთო პირდაპირ ეთერში მე მაგის ადგილას კვარას ვუგულშემატკივრებდი
თემო
22 აპრილი 2023 11:15
3
ნაპოლი თუ არა, ეგეც არ მყავდეს გრანდი. პირველად ეღირსა ლიგის მეოთხედფინალი. "ჭაობში" მყოფი მილანი, ლიგის 7 გზის გამარჯვებულია და ნაპოლის 33 წელია, არაფერი მოუგია. იქამდეც არაფერი ჰქონდა მოგებული, სანამ მარადონამ არ აღირსა სკუდეტო და უეფას თასი.
ციციკორე
22 აპრილი 2023 11:28
2
ბიჭო, რა თქვენი საქმეა ვინ ვის უგულშემატკივრებს?! სადაც ხვიჩა გადავა, ყველა უნდა მივყვეთ და იმ გუნდს უნდა ვუგულშემატკივროთ?! მაგას გულშემატკივრობა არ ჰქვია. ეგაა უბადრუკი პროვინციონალიზმი. ორი ქართველის გუნდი რომ შეხვდეს ერთმანეთს, მერე რა ვქნათ, შუაში გავიყოთ და სამოქალაქო ომი დავიწყოთ? მე, პიროვნულად, კვარაცხელიას სულ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ჩემს საყვარელ გუნდთან შეხვედრისას, ბოდიში :) არ წაპეპლეს ტვინი?! გუშინ პირველად უყურეს ფეხბურთს, ნაპოლი სერია ა-ში თუ თამაშობდა ისიც კი არ იცოდნენ და ახლა სხვებს ანამუსებენ მილანს რატომ გულშემატკივრობდითო.
ციციკორე
22 აპრილი 2023 10:39
6
ვახ თქვენი უცოდინარი,პლიუს ბოროტი დედავატირე...
1.ბიჭო ხო არ დაგავიწყდეთ რომ ნაპოლიზეა ლაპარაკი..იტალიის ჩემპიონატის საშუალო გუნდზე,რომელზეც სეზონის დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა ჩემპიონი გახდება და მეოთხედფინალში ესეთ დაძაბულ შეხვედრაში გამოვარდებაო,პლიუს ხვიჩას ესეთი შედეგი ექნებაო დაიჯერებდით???
მადა ჭამაში მოდისო და მოდი რა ყველამ ტრაკი მიაყენოს თავის იტალიელი ჟურნალისტებით დაწყებული,აქაური ბოროტი,ჩამოუყალიბებელი ტიპებით დამთავრებული..
პენალის აცილებაზე კიდევ იტალიელები ნუ ილაპარაკებენ..მარტო ბაჯოს მსოფლიოს ფინალი გაიხსენონ.. დიბიაჯოს ევროპის ჩემპიონატი და იმდენს ჩამოვთვლი დღე არ მეყოფა..
2..ბიჭო 22 წლის გახდა ეხლა,პირველი სეზონია ამ დონეზე რომ თამაშობს და ტიპი რა დონეზეა გასული მაგას ეტყობა ვერ ანალიზებთ..და წინ კიდევ რამდენი გამარჯვება ელოდება ბევრის გულის გასახეთქად მაგას ყველა ვნახავთ.
3..რა თამაში არ გამოუვიდა ხო არ ღადაობთ...მინიმუმ მილანის 3 მცველი რო ჩნდება ეგრევე შენთან,ვინც არ უნდა იყო,მიდი აბა ვინმემ რამე შექმნას და ხვიჩამ 2 ასპროცენტიანი მომენტი შეიქმნა ?რამდენი სახიფათო ჩაწოდება გააკეთა(თუ ბოლოს არ ჩავთვლით)..აბა გაეტანა..ან გაეტანათ..მერე ვინ როგორ იჭიკჭიკებდა ვნახავდით..ეგეც მალე შეიცვლება..გამოცდილებასთან ერთად მაგის ნახევაარ მომენტესაცა გამოიყენებს..ფინალშიც გაიტანს და ბევრის გულების გასახეთქათ ჩემპიონთა თასსაც ამართავს..
3.რიტორიკული კითხვა..აი მილანი და დინამო თბილისი რომ შეხვდებიან ერთმანეთს ვისკენ იქნებით?
მავანისგან
22 აპრილი 2023 01:40
2
აი ,,ერთს" მემგონი კვარაცხელიას გამოჩენამდე ფეხბურთს ძალიან ნაკლებად უყურებდა
დათო
22 აპრილი 2023 01:38
0
უვიცს მაგარი ფანტაზია ქონია, ის რომ ყოფილიყო ეს იქნებოდა, გავართულოთ!მილანში რომ ჩაკვეტაზე ყოფილიყო?
დათო
22 აპრილი 2023 01:35
0
ზოგიერთების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ 0:4-ც ხვიჩას ბრალი იყო, კარგით რა, ერთმა ლეაომ მთელი ნაპოლის დაცვა დი ლორენცოს თამადობით მინდორზე ახოხიალა. ნაპოლს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ჩემი აზრით მილანი როგორც ფიზიკურად ისე ტაქტიკითაც და ტექნიკითაც ერთი თავით მაღლა იდგა
alex
21 აპრილი 2023 23:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული