ორივე გუნდიდან საუკეთესო - რა შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "სენტ ეტიენთან" მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მეცი" "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა.

22 წლის შემტევმა საკუთარი გუნდი მე-10 წუთზე დააწინაურა, 26-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა გიორგის 8.0 ქულა დაუწერა, მეორე გამოცემა Flashscore-მა კი ქართველის თამაში 8.5 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "მეცი" სატურნირო ცხრილში 58 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ
"ლე ავრს" 6 ქულით ჩამორჩება.

altმიქაუტაძემ 26 წუთში დუბლი შეასრულა - მატჩი შეწყდა [VIDEO]

altმიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი - "მეცმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოლივიე ჟირუს გავს, მაგრამ უფრო მოძრავი, სწრაფი, ტექნიკური და უკეთესი დარტყმით. ის ბებერია მაგრამ მერე რა.
Ithink
14:02 23-04-2023
0
მილანი ოფიციალურად დაუკავშირდა ფრანგულ კუბს
Lasha
13:34 23-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული