ორივე გუნდიდან საუკეთესო - რა შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "სენტ ეტიენთან" მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მეცი" "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა.

22 წლის შემტევმა საკუთარი გუნდი მე-10 წუთზე დააწინაურა, 26-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა გიორგის 8.0 ქულა დაუწერა, მეორე გამოცემა Flashscore-მა კი ქართველის თამაში 8.5 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "მეცი" სატურნირო ცხრილში 58 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ
"ლე ავრს" 6 ქულით ჩამორჩება.

altმიქაუტაძემ 26 წუთში დუბლი შეასრულა - მატჩი შეწყდა [VIDEO]

altმიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი - "მეცმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
სასიხარულო ინფორმაციაა. მილანს სურს მიქაუტაძის შეძენა...
ლაშა
20:20 22-04-2023
0
ეს ბიჭი სადაც თამაშობდა ყველგან გაქონდა გოლები სერენი მისი დამსახურებით გადავიდა ბელგის უმაღლესში და შემდეგ სეზონში რომ ადგილი შეინარჩუნა ესეც მიქაუტაძის დამსახურება იყო და დღესაც მეცის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია მეცი თუ გადავა ლიგა-1 ში ესეც დიდ წილად მიქაუტაძის დამსახურება იქნება 22 წლის ტანმორჩილი ფეხბურთელი რომ ამდენ გოლს იტანს საფრანგეთის ლიგა-2 ში სადაც 2 მეტრიანი აფრიკელი მცველები თამაშობენ ეს ნიშნავს იმას რომ უდიდესი ტალანტია ურთულესი ჩემპიონატია ლიგა-2 ფორვარდებისთვის ეს ხო არაა ჰოლანდია სადაც ყველა წინ გარბის და ლამაზ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ საფრანგეთის ორივე ლიგაში ურთიელია ფორვარდებისთვის და გიორგის აქვს ის კლასი ტექნიკა აზროვნება მოედნის ხედვა და სისწრაფე ყველაფერი რომ ტოპ ფორვარდათ ჩამოყალიბდეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული