"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა.

დებიუტი თანაბარი იყო. კვარაცხელიას მიერ შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ
შეიცვალა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ნეაპოლელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანოსა და ნდომბელეს ნაცვლად მოედანზე ზელინსკი და ელმასი შეუშვა, თამაში გაამწვავა. ოსიმენმა ორჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. სწრაფი კონტრშეტევისას დი მარიამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. სპალეტიმ ხვიჩა 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. ტურინელები უკვე უფრო აქტიურები იყვნენ, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან ჩაწოდების მომენტში ბურთი პირით ხაზს იქით გავიდა, ხოლო კომპენსირებულ დროში რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვულოცავ ნაპოლის ჩემპიონობას უკვე მომდევნო ტურშივე შეუძლიათ აღმართონ სკუდეტო, საკმარისია ლაციომ ვერ მოიგოს ინტერთან და ნაპოლიმ მოუგოს სალერნიტანას. ხვიჩამ ნორმალურად ითამაშა, იშვიათად მიდიოდა დრიბლინგზე მთელი თამაში მილანთან განსხვავებით და აშკარად ეს სპალეტის დავალება იყო.
ზოგადად მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა ნდომბელეს გარდა და მას აუცილებლად დააბრუნებენ ტოტენჰემში. ელმასი კარგად შემოვიდა ცვლილებაზე.
ახლა გუნდი დამშვიდდება ფიზიკურადაც მეტად დაისვენებენ გუნდი უკვე მალე იღლება ამხელა მარათონის ფონზე. ხვიჩასაც უკვე ძაან ეტყობა რომ ფიზიკაში ვეღარ ძლებს 65 წუთის მერე ნელდება სერიოზულად.
ცოტა გაუგრძელდა ჩვენ ბიჭს უგოლო/უასისტო სერია მაგრამ არაუშავს წინ კიდე 7 შეხვედრაა და დიდი ალბათობით იქ ამოყრის. ისე ვინც ამბობთ რომ ინგლისში წავიდესო ხვიჩა უყურებთ ინგლისის ჩემპიონატს? ცხენივით უნდა ირბინო მთელი სეზონი. ამ ფიზიკით ხვიჩა ვერ გაუძლებს იმ დატვირთებს თან ტრამვის რისკს უფრო ზრდის ესეთი დატვირთვებიჩემპიონატი, ლიგა პლიუს 2 თუ სამი შიდა თასის მატჩები ამიტომ ესპანეთი გერმანია ან დარჩეს იტლიაში. კარგ ადგილასაა თან იმედია მწვრთნელი რაიმე "კონტრ ილეთს" მოიფიქრებს მომდევნო სეზონიდან ხვიჩას ამ 2-3 კაციანი მეურვეების გასანეიტრალებლად და მეტი თავისუფლება გამოუჩინოს გუნდმაც ტო თორე ხვიჩა ცოდვაა ამ "გალიებში". აგერ მთელი თამაში კვარაზე მიბმული კვადრადო კვარას გასვლის შემდეგ ერთხელ წავიდა წინ მთელი სისწრაფით და კონტრზე მის მოთავისუფლებულ სივრცეში ჩააჭედა გამარჯვების რასპადორიმაც. ჩათვალეთ შემდეგ თამაშებში ყველა ეცდება თავად გაიტანოს გოლი ანუ ეგოისტური მომენტები კიდევ უფრო გაიზრდება რაც დღეს ლოზანომ და ნდომბელემაც დაადასტურეს ხვიჩას სრული იგნორით.
Charley
24 აპრილი 2023 01:43
5
ძაან მაგარია ნაპოლი წელს მაგრამ საერთო ჯამში გრანდებთან შედარებით მაინც პროვინციული გუნდია. ინგლისში არ წასვლა რო ურჩიო ეს იგივეა შუქურაში თამაში ჯობია დინამო თბილისში ან ბათუმში წასვლასო.
გუჯი
24 აპრილი 2023 05:11
6
klaviaturis virtxa
dgds
24 აპრილი 2023 03:02
7
მსაჯს უეჭველი ნაპოლის ორიანი ქონდა
Juve
24 აპრილი 2023 01:39
28
2-იანი რომ ჰქონოდა დადებული, ხვიჩას სახეში რომ მოარტყეს, უეჭველი წითელი უნდა მიეცა და პასუხსაც არ მოსთხოვდა არავინ.
24 აპრილი 2023 11:51
1
რეალურად იუვეს ორივე გოლი გასაუქმებელი იყო!
ქომაგი
24 აპრილი 2023 08:35
2
ყველა გამოხმაურება
იმ უმძიმესი მატჩის შემდეგ, ყოჩაღ კვარას - კარგად ითამაშა ყველაფრის გათვალისწინებით. ბოლოში ცოტა გაუმართლა ნაპოლის.და კიდევ კარგი, რადგან გუნდი აშკარად გადაღლილია და ეს სამი ქულა ძალიან საჭირო იყო. ყველაზე გადაღლილი კი იდეაში კვარა უნდა იყოს , რადგან სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით მას არ დაუსვენია სეზონის დაწყებამდე . წარმატებები კვარას
არტ
24 აპრილი 2023 01:34
1
ხვიჩამ ძააალიან დიდი გამოცდილება შეიძინა და ნაპოლის აღზევებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.შემდეგი სეზონიდან უფრო მოუმატებს და კრიტიკოსებს ენას გადააყლაპებს!!
მოდრიჩ
24 აპრილი 2023 01:29
10
ჯიგარი ხარ ლუკა!!!
მოდრიჩს
24 აპრილი 2023 01:37
1
კარგია რომ ცენტრში შესვლების და კუთხურების ჩაწოდების ნება მისცეს... 2 გოლს ველი კიდევ ხვიჩასგან ბოლო ტურებში.. "2 გოლი მინდა ხვედელიძე, 2 გოლი.."))
Zviads
24 აპრილი 2023 01:22
6
კარგი თამაში იყო, ყოჩაღ ნაპოლის, არ მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ, მენტალურადაც და ფიზიკურადაც კარგად ყოფილან მომზადებულები..ეეხ, მილანთან მსაჯი(ები) რომ არა...
Zviads
24 აპრილი 2023 01:18
4
კარგია ხვიჩა რომ არ გატყდა.. ყოჩაღ
კარგი მატჩი ქონა
ბრავო ხვიჩა , ჩვენი დიდი იმედი ხარ!!!
ხვიჩა და ნაპოლი უკვე ჩემპინები არიან!
ჯონი
24 აპრილი 2023 01:16
2
ახლა დროა ყველამ ინტერს ვუქომაგოთ ლაციოსთან :დ
.
24 აპრილი 2023 01:15
4
ვითომ რატომ? 17 ქულით უცწრებს ლაციოს და რიღასი ეშინიათ? ეგღა მაკლია უსახურ ინტერს ვუბალეშიკო, ეგეც მეყოფა მილანთან ნაპოლის რო ვუბალეშიკე.
ეეე
24 აპრილი 2023 01:32
27
გოლი ხომ არ გაუტანია, მაგრამ მაინც რამხელა გავლენა აქვს თამაშზე, ესე იგი კუადრადო ხომ სულ დასდევდა მთელი თამაში და წინ არ მიდიოდა, როგორც კი ხვიჩა გავიდა გაქანდა წინ, ჩარჩა (ჩემი აზრით დაღალა ხვიჩამ, თან საშიშროებას აღარ ელოდა) და ხვიჩას მაგივრად შემოსულმა რასპადორიმ გაიტანა გოლი..
Zviads
24 აპრილი 2023 01:14
4
ამ თამაშზე ვინც კვარას გააკრიტიკებს, ფეხბურთი არმესმის.
რამდენი გადამწყვეტი თამაში მოაგებინა კვარამ ნაპოლის, ისინი რომ არა, ახლა ამ დონეზე კი არ იქნეოდნენ.
უდიდესი წვლილი აქვს კვარას ამ სკუდეტოს მოგებაში, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ძალიან ახლოს არიან და ერთი სული მაქვს დადგეს ეგ მომენტი. ვერ ვიჯერებ კიდე, სულ მგონია არსენალივით გაანიავებენ ქულებს
!!
24 აპრილი 2023 01:09
8
ყველაფერი კარგადაა მეგობარო!!! მალე მივულოცავთ ხვიჩას სკუდეტოს მოგებას!!!
გულშემატკივარი
24 აპრილი 2023 01:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული