სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ 90+3 წუთზე გაიტანა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ფედერიკო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას თავში ხელი უხეშად დაარტყა.
იტალიელი მცველის ამ ქმედებაზე რეაგირება არც მსაჯს და არც VAR-ის ჯიხურში მომუშავე პერსონალს არ ჰქონია.
მატჩის შემდგომ "ბიანკონერის" ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ფედერიკოს დაცვა სცადა:
"დარტყმის მიზეზი? არ ვიცი, ალბათ, ბალანსის არქონა... გატის მისთვის სახეში დარტყმა არ ნდომებია. კვარაცხელია უფრო მაღალი რომ იყოს, ტანში მოხვდებოდა" - ამბობს ყოფილი ფეხბურთელი.
მომზადებულია
fcinternews-ის მიხედვით