გოლის შემდეგ საგოლე გადაცემა - ლობჟანიძემ "გალათასარაისთანაც" გამოიჩინა თავი

AutoSharing Option
"ჰათაისპორიდან" "კარაგიუმრუკში" იჯარით გადასული ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ანდრეა პირლოს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი.

18 აპრილს "უმრანიესპორთან" სახლში მოგებულ შეხვედრაში (4:2) ლობჟანიძემ 84-ე წუთამდე ითამაშა და სადებიუტო გოლი გაიტანა, 30-ე ტურში ლიდერ "გალათასარაისთან" კი საგოლე გადაცემა ვეტერან იტალიელ თავდამსხმელს, ფაბიო ბორინის" გაუკეთა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მან მეორე გოლი მას შემდეგ გაიტანა, როდესაც ქართველის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ძელს მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო. საბა 73-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "კარაგიუმრუკმა" პირველი ტაიმი 3:1
მოიგო, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ფრეს დასჯერდა - 3:3.

"კარაგიუმრუკი" 41 ქულით მე-9 ადგილზეა და 29 აპრილს "ანტალიასპორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორედ პირლოსთან უნდა გამოიჩინოს საბამ თავი, რადგან სწორედ პირლო იყო მისი გადაბირებით დაინტერესებული და მისით შეიძლება გაეხსნას ბედი...
ლაშა
00:07 25-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული