დავითაშვილმა გაიტანა - "ბორდომ" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლს“ 3:0 მოუგო.

„მეცთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პირველი ტაიმის დასასრულს მაჯამ დააწინაურა.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, რომლებიც თავად შექმნა, მეურვე ტურენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მერე მაჯამ დუბლი შეასრულა (ეს მისი მე-15 გოლია). ზურიკოს 73-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

ჩემპიონატის
დასრულებამდე 6 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერი „ჰავრია", მეორე ადგილზე 59 ქულით „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.

„ბორდო“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს, გასვლაზე „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - გრენობლი 3:0
გოლები: 1:0 მაჯა (42), 2:0 დავითაშვილი (57), 3:0 მაჯა (64)

მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოსთვის საინტერესო "ქართული" ფინიში აქვს საფრანგეთის ლიგა 2 ჩემპიონატს: - ვინ აჯობებს ჟორჟის მეცი თუ ზურიკოს ბორდო? ისე დარჩენილი თამაშების წინასწარი სავარაუდო შეფასებით მეცი აჯობებს ბორდოს. ზურიკომაც და ჟორჟიკამაც ბოლო ტურის თამაშები დიდებულად ჩაატარეს.
ორივე ქართველს წარმატებები, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგულ 1 ლიგაში მხოლოდ ერთი გადავა.
ვაჟა მასწავლებელი
17:43 25-04-2023
0
ეს ჰავრი საიდან გამოეკვეტა)))
ჯელა
07:06 25-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული