„მეცთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პირველი ტაიმის დასასრულს მაჯამ დააწინაურა.
დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, რომლებიც თავად შექმნა, მეურვე ტურენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მერე მაჯამ დუბლი შეასრულა (ეს მისი მე-15 გოლია). ზურიკოს 73-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერი „ჰავრია", მეორე ადგილზე 59 ქულით „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.
„ბორდო“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს, გასვლაზე „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - გრენობლი 3:0
გოლები: 1:0 მაჯა (42), 2:0 დავითაშვილი (57), 3:0 მაჯა (64)