"ნაპოლის" მატჩი გადაიტანეს - ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს სრულფასოვანი ზეიმის საშუალებას აძლევენ...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი, სადაც ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" უმასპინძლებს, ერთი დღით გადაიდო და კვირას, 30 აპრილს შედგება, ჩვენი დროით 17 საათზე.

შეგახსენებთ, შეხვედრის გადატანა ნეაპოლური კლუბის მოთხოვნა იყო. არის შანსი, გამარჯვების შემთხვევაში მათ ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდონ. ყველაფერი ეს, საკუთარ შედეგთან ერთად, "ინტერი" - "ლაციოს" ანგარიშზეა დამოკიდებული. მილანური დაპირისპირება კვირას ნაადრევად, 14:30 საათზე (თბილისის დრო) ჩატარდება. თუკი რომაელები ვერ გაიმარჯვებენ, მაშინ "ნაპოლის" ნანატრ სკუდეტოსთან 3 ქულა დააშორებს.

alt"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შესაძლოა გადაიდოს - რას ითხოვს ნეაპოლის მუნიციპალიტეტი

altვინ

შეუწყვილდება კვარაცხელიას? - ოსიმენის წასვლაზე გადაწყვეტილად წერენ...
მკითხველის კომენტარები / 13 /
გენაცვალე ხვიჩა! ნაპოლის თამაშების დღეებს, საათებს, წუთებს ვითვლი. ასეთი მოლოდინი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არ მქონია (როცა დინამოს თამაშებს ველოდებოდი).
ნაპოლის (მარადონას) "მოთელვის" ჰიმნიც სიმბოლურია: life is live (ცხოვრება სიყვარულია)!!!!
გულშემატკივარი
20:50 27-04-2023
1
არმომწონს ეგ ამბავი. ძალიან დიდი წნეხია, ფინალის ტოლფასი თამაში იქნება და საერთოდ არიქნება ადვილი მოგება. ლაციო კიდე მაგარ ფორმაშია და რატომ ჰგონიათ ვერ მოუგებს ინტერს?
საერთოდაც, ლაციომ რომ მოიგოს და ამათმა წააგონ ან ფრე ითამაშონ მერე მოუწევთ ამ ზეიმის გადადება და წამოვა უაზრო კომენტარები.
რა საჭირო იყო ახლა ეს მატრაკვეცობა. თან კიდე სერია ა ს გუნდების შარფებით რომ მორთეს კუბო და დამარხეს.
კუბოს გამოტანამ არ გაამართლა მილანთან. ზღვარგადასული ფანატიზმი არ მომწონს.
დააცადონ მშვიდად თამაში და მერე იზეიმონ. რა არის ახლა ლაციოს წაგებაზე ყურება და რაღაც უაზროდ აჟიტირება.
არ მომწონს ეგ ამბავი მოკლედ.
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული