Calciomercato: კვარაცხელია და მისი ძმები - კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში სენსაციურმა დებიუტმა იტალიაში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაზარდა. გუშინ "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე წერილი Tuttosport-მა გამოაქვეყნა, დღეს კი Calciomercato-მ სათაურით:

"კერპი "იბრა" და თვით CR7-ის მაესტრო - იტალია მიქაუტაძეს უყურებს, კვარაცხელიას ძმას".

"კვარაცხელია და მისი ძმები. საქართველოში საფეხბურთო მოძრაობა მნიშვნელოვნად იზრდება, რომელთა შორის ცხადია პოლარული ვარსკვლავი "ნაპოლის" ჩემპიონია. მაგალითად, საფრანგეთში "მეცი" 2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძის გოლებით ლიგა 1-ში დაბრუნებას ცდილობს. მან 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ის თანამემამულე ზურიკო დავითაშვილის ბორდოსთან"  დაძაბულ შეხვედრაში კარგად გაისარჯა, რომელიც
"კვარასთან" ერთად თბილისის "დინამოში", "რუბინსა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა.

მათგან განსხვავებით, მიქაუტაძე თავისი მშობლების სამშობლოში არ დაბადებულა და არ გაზრდილა, არამედ საფრანგეთში, ბენზემას, ლაკაზეტისა და გუირის ლიონში, სადაც პირველი ნაბიჯები ახალგაზრდულ გუნდში გადადგა. "შენ ძალიან დაბალი ხარ", - უთხრეს მას და "მეცის" საფეხბურთი სკოლაში გადავიდა, სადაც 2019 წელს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი ჰქონდა. ამას ბელგიის "სერენში" ორსეზონიანი პერიოდი მოჰყვა. სწორედ იქ მეორე ლიგიდან იუპერ ლიგამდე გამოიჩინა 36 გოლით თავი და ისევ მიიღო შანსი კლუბში, სადაც კარიერა დაიწყო - ისევე, როგორც პიანიჩმა და მანემ.

ეს გიორგის საბოლოო აფეთქების წელია, რომელმაც მისდამი ზოგიერთი უცხოური კლუბის ინტერესი გამოიწვია, მათ შორის, იტალიურებისაც. კიდევ ერთი "კვარა" სერია A-ში? რატომაც არა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ გიორგის კერპი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ხოლო მისი ამჟამინდელი მწვრთნელი ლასლო ბოლონია, რომლის ხელმძღვანელობით "სპორტინგში" რონალდოს დებიუტი შედგა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძმები კარამაზოვები
Hans
10:41 28-04-2023
16
გიორგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.კოჭებში ეტყობა,ძალიან მალე, ხვიჩას მსგავსად ევროპას აალაპარაკებს.
ენძო
08:55 28-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული