ლოჩოშვილმა შემტევებს გასაქანი არ მისცა - "კრემონეზე" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი „ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ შორის 0:0 დასრულდა და ფლორენციული გუნდი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი იყო; პირველ ტაიმში ვარდნაში კაბრალს ნაღდი გოლი არ გაატანინა, მოწინააღმდეგის შემტევებთან ბურთზე ბრძოლაში შესანიშნავად ირჯებოდა და საერთოდაც, თავი კარგად წარმოაჩინა.

კრემონულ გუნდს პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული, სტუმრად მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, თუმცა ვერ დაამარცხა და გათამაშებას გამოეთიშა. 24 მაისს რომში, ფინალში კი, „ფიორენტინა“ „ინტერს“ შეხვდება.

შემდეგ შეხვედრას „კრემონეზე“ 30 აპრილს სერია A-ში
სახლში „ვერონასთან“ გამართავს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - კრემონეზე 0:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვუყურე ამ თამაშს და თამამად ვიტყვი ლუკა დღეს "კედელი" გაუვალი იყო. სამწუხაროდ კრემონეზე ფაქტიურად გავარდნილია მაგრამ იქნებ მოხერხდეს და მისმა აგენტმა მოუძებნოს გუნდი სერია აში და მომდევნო წელსაც იტალიის საფეხბურთო ელიტაში ვუცქიროთ მას. დღესაც გამოჩნდა რომ ამ ბიჭს აქ პოტენციალი ასეთი დასამახსოვრებელი მატჩებით ნაკრების ერთერთი ყველაზე პრობრემული ზონა ცენტრალური დაცვის ხაზი მისი სახით საიმედო ხელში აღმოჩნდეს.
1
სანიოლისთვის შეიძლება მაინც არ იყოს ეს საკმარისი და ტაბიძე და დვალი ამჯობინოს ისევ.
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული