"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
უდინეზესთან, ფიორესთან, ინტერთან უფრო რთული იქნება ქულების აღება.
Thomas
30 აპრილი 2023 19:33
2
ძმებო ქართველებო! უფალს უნდა რომ ნაპოლი, მხლოდ და მხოლოდ ჩვენი ოქრობიჭის, კვარას გოლით გახდეს იტალიის ჩემპიონი რომელიც სულ მალე აგვიხდება.
მალხაზ ჯობავა
30 აპრილი 2023 22:07
10
რა ქნა?ხვიჩას ხარჯზე იშოვა კროკო აირლაინმა ფულები????
ირაკლი
30 აპრილი 2023 19:50
2
გრიშამ ვერ ითამაშა.
გრიშა კი არა და ხვიჩამ
გენა
30 აპრილი 2023 19:24
23
ძალიან ცუდი.
უკვე აღარ ვიცი დავიჯერო თუ არა ამათი სკუდეტო.
ასეთ გუნდებთან თუ დაკარგავებ ქულებს, იქნებ დაეწიოს იუვენტუსი.
აღარ ვიცი რა.
დამაწყდა ნერვები :(
Spain
30 აპრილი 2023 19:18
11
ბოლო ორ თამაშში გოლები სხვებმა გაიტანეს, ეგ "ნიჩურტა" ?
სიმართლეს
30 აპრილი 2023 21:15
5
Udinezestan daiwereba oqros asoebit istoria kvaras hetrikit napoli 3 gzis chempionia ras ityvit))) ...
აბც
30 აპრილი 2023 23:12
4
ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.
გია
01 მაისი 2023 12:27
0
ხვიჩას ვულოცავ ჩემპიონობას და ვისაც ეჭვი გეპარებათ 1 არგუმენტი მაინც დაწერეთ, ოღონდ ყველას თუ მოიგებს და ყველას თუ წააგებს არ მოსულა!
1.2.3.4.5.6.
30 აპრილი 2023 23:27
3
Iseti piri uchans kvaram unda gaitanos chempionobisa raxan oliveirasi ar gamodga gadamwyveti ...
SN289
30 აპრილი 2023 22:57
2

სიახლეები პოპულარული