"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
გასაკვირი არაფერია. გუნდი გადაღლილია. კვარა ხომ საერთოდ , რადგან სეზონებს შორის ფაქტიურად არ შეუსვენია, ასეთ დროს კი სხეული ისე აღარ გემორჩილება. დარტყმა სიზუსტეს კარგავს. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური გადაღლაც რაშიც ნურავის ეწყინება და საქართველოში წრეგადასულმა აჟიოტაჟმაც ითამაშა როლი, მუდმივმა მითხოვნამ- გოლი გაიტანე! გოლი გაიტანე! აქ ბევრჯერ დაწერეს და ვეთანხმები - იქნებ ვაცადოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და წყნარად განვითარება. ბოლო ბოლო არაა ვალდებული არავისთან! ახლა კი ისეთი წნეხის ქვეშ თამაშობს , საერთოდ როგორ უძლებს. თურმე ისეთი გოლები უნდა გაიტანოს და აუფ როგორ ვერ გაიტანა! პირველი წელიწადია ამ დონეზე თამაშის, ბევრი რამე აქვს კიდევ სასწავლი და დასახვეწი და დახვეწავს კიდეც. ხოდა ვ ა ც ა დ ო თ.
არტ
20:31 30-04-2023
1
არა არა ეს ხვიჩას აჩრდილია ან მართლა გაუგეს რასაც აკეთებს და იმის იქით აღარ შეუძლია მეტი ესე თუ გააგრძელა სასტარტოდან ამოაგდებს უეჭველი ....პენალი ლიგაზე. ეს საჩემპიონო გოლის ვერგატანა ძალიან ბევრია ძალიან ...რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი რაააა
რეზი
19:16 30-04-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული