გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.
მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა" მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)