ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
სერია A -ს 32-ე ტურში „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუზავდა - 1:1.

კრემონული გუნდი დებიუტში ოკერეკემ დააწინაურა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული მასპინძელთა მცველი ქვალიატა 62-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 79-ე წუთამდე ითამაშა.

„კრემონეზე“ 20 ქულით მე-19 ადგილზეა და 3 მაისს სტუმრად „მილანს“ შეხვდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ვერონა 1:1
გოლები: 1:0 ოკერეკე (9), 1:1 ვერდი (75)
გაძევება: ქვალიატა (62)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ რა ცუდათ წაუვიდათ ჩვენ ფეხბურთელებს საქმეები!!
5
გაძევების მომენტში,გასაძევებელი ვერაფერი დავინახე.მსაჯმა გაწირა კრემონეზე,თუმცა დაცვაც ძალიან ადვილად აძლევდა დარტყმების საშუალებას,მეტოქეებს.განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
სოსო
22:23 30-04-2023
0

სიახლეები პოპულარული