უდიდეს სენსაციასთან ახლოს - ლოჩოშვილის "კრემონეზემ" "მილანთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „მილანთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი შეცვლაზე შესულმა ოკერეკემ დააწინაურა. თუმცა „როსონერიმ“ ფრეს კომპენსირებულ დროში მესიასის გოლით მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა შეხვედრის დასასრულს კრემონელი პიკელი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად და დამაჯერებლად ითამაშა და ბოლოს ჟირუს მეორე სართულზე ბრძოლაც მოუგო.

„კრემონეზე“ 21 ქულით მე-19 ადგილზეა და 6 მაისს „სპეციას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - კრემონეზე 1:1
გოლები: 0:1 ოკერეკე (77), 1:1 მესიასი (90+3)
გაძევება:
პიკელი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 10 /
რით ვწრ გაიგეთ მაშინ ახალი ტრავმა მირჩენილი და უთამაშებელი იყო, ეხლა მგელია და რომ არ გამოიძახოს მერე ილაპარაკეთ აცალეთ ამ კაცსაც და იმ კაცსაც
1
ნაკრების მწვრთნელების მართლა არ მესმის,ბევრი მცველი გვყავს ისეთი რომლებსაც მილანის,რომას,იუვენტუსის,ან თუნდაც ფიორენტინას ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში უწევს?!
სოსო
19:38 04-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული