
კრემონული გუნდი დებიუტში ოკერეკემ დააწინაურა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული მასპინძელთა მცველი ქვალიატა 62-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.
„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 79-ე წუთამდე ითამაშა.
„კრემონეზე“ 20 ქულით მე-19 ადგილზეა და 3 მაისს სტუმრად „მილანს“ შეხვდება.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ვერონა 1:1
გოლები: 1:0 ოკერეკე (9), 1:1 ვერდი (75)
გაძევება: ქვალიატა (62)