მატჩის დღე! "კვარა" სკუდეტოს მოლოდინში - სპალეტის დაცინვის დასასრული და ოსიმენი ბომბარდირობის დაკარგვის საფრთხესთან...

AutoSharing Option
რომის "ლაციომ" გაიმარჯვა და იტალიის ჩემპიონატს საჩემპიონო ინტრიგა ფორმალურად მაინც დაუტოვა. 33-ე ტურის მატჩს "ნაპოლი" დღეს, 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე ჩაატარებს და "უდინეზეს" ესტუმრება. ტრიუმფამდე ლუჩანო სპალეტის გუნდს დარჩენილ 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა სჭირდება (ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მათმა მთავარმა კონკურენტმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა).

თუკი ნეაპოლელები ტიტულს უდინეში გაინაღდებენ, სერია "ა"-ს ისტორიაში სულ მესამე იქნებიან, ვინც ეს ფინიშამდე 5 ტურით ადრე შეძლო - "იუვენტუსმა" 4 წლის წინ და "ინტერმა" 2006-07 წლების სეზონში.

ლუჩანო სპალეტის ხშირად დასცინიან, რომ
იტალიურ მიწაზე ჩემპიონობა ვერასოდეს გაიფორმა. გამოცდილმა სპეციალისტმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" ერთად რუსეთის საუკეთესო გუნდის წოდება ორჯერ მოიპოვა. ლუჩანო გასულ სეზონში პირველობასთან ძალიან ახლოს იყო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე გათამაშება წინას ერთგვარი გაგრძელებააო და მადლობა შარშანდელ ლიდერებსაც გადაუხადა. თუკი ყველაფერს ასე განვიხილავთ, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას სახით "მეორე ტაიმში" ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რამაც ნეაპოლელებს ნანატრი ტიტული დაუბრუნა - პირველად 1990 წლის შემდეგ!..

Sportall.Ge

"ნაპოლის" ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ჩვეულ ფორმაში არ არიან. ნიგერიელის საუკეთესო ბომბარდირობა უკვე სათუო გახდა, რამეთუ მას ლაუტარო მარტინესი ორ გოლამდე (21-19-ზე) მიუახლოვდა. ოსიმენი "უდინეზესთან" ძალიან მონდომებული იქნება. ეს მისი მხრიდან ეგოისტური ქმედებების საწინდარიც კი შეიძლება გახდეს, რაც წინა ტურშიც ვიხილეთ. ხვიჩა კვარაცხელია "მშრალი" სერიის გაგრძელებით დაძაბული ჩანს და გვჯერა, ამას დაძლევს. დარჩენილმა ტურებმა პასუხი იმ შეკითხვასაც უნდა გასცეს, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდება თუ ნიგერიელი. "კვარას" 12 გოლი და 10 "ასისტი" სერიოზული შედეგია.

"უდინეზე" საკუთარ არენაზე რთულად დასამარცხებელი გუნდია. ბოლოს აქ მათ 15 იანვარს ("ბოლონიასთან" 1:2) წააგეს და იმის შემდეგ 3 ქულა 6 მეტოქეს არ წაუღია, "მილანს" კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის მიუხედავად, დამაჯერებლად (3:1) სძლიეს. სოტილის გუნდს სატურნირო მოტივაცია ნაკლებად აქვს, მათი მთავარი მიზანი "ნაპოლის" ტრიუმფის გადადება იქნება.

Sportall.Ge

მატეო პოლიტანომ მომჯობინება მაინც ვერ მოახერხა და ის განაცხადში არაა. რუის დაბრუნებას არც ველოდით. საინტერესოა, ლუჩანო შემადგენლობის გადახალისებას რამდენად მიმართავს. "დიეგო მარადონაზე" ამ მატჩის პარალელურად ხალხმრავლობა იქნება, თუკი ნეაპოლელების ზეიმმა კვლავ გადაიწია, ამის საშუალება მომდევნო ტურში, "ფიორენტინასთან" საშინაო შეხვედრაში ექნებათ.

ასე რომ, საფეხბურთო ევროპის ყურადღება უდინესკენაა მიმართული - სერია "ა"-ს 2022-23 წლების სეზონის გამარჯვებული დღეს თუ გამოვლინდება.

altუდინე ცისფერმა ტალღამ წალეკა - 15 ათასი ნეაპოლელი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება

alt"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...

altრატომ გადაიდო "ნაპოლის" ჩემპიონობა? - კვარაცხელიასა და ოსიმენის სირთულეები...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც სტაჟიანი გულშეატკივარია ეცოდინება.
შარშან რომ იდებოდა ხვიჩაზე სტატიები ნაპოლიში გადადისო და ხალხი რომ არ იჯერებდა, ფოტოშოპით რომ აკეთებდნენ ნაპოლის ფორმაში მის ფოტოებს და ინსინიეს ტანზე რომ ადებდნენ კვარას თავს, ხალხი წერდა, სანამ არ დავინახავ ნაპოლის ფორმაში არ დავიჯერებთო.
ზუსტად ისე ვარ ახლა, რამდენი ფოტოშოპი გააკეთეს ხვიჩაზე სკუდეტოს თასით ხელში და სანამ ნამდვილად არ მოიგებს და სანამ არ გაოფიციალურდება ვერ ვიჯერებ. ასე მგონია რაღაც ისე არ იქნება როგორც მინდა.
იმდენად დაუჯერებელია პირველივე სეზონში სკუდეტოს მოგება რომ არვიცი, ვისაც ოდვან მაინც არ გიჩნდებათ ეჭვი რომ ლაციო ყველას მოიგებს და ნაპოლი ყველას წააგებს, მშურს თქვენი.
ისეთი რამეები მომხდარა ფეხბურთში, აღარაფერი გამაკვირვებს.
Spain
21:42 04-05-2023
0
უდონეზეს ეძახიან ვირებს
ლაშას
21:26 04-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული