უდინე ცისფერმა ტალღამ წალეკა - 15 ათასი ნეაპოლელი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ლაციომ" "სასუოლოს" 2:0 მოუგო, "ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. დღეს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტოს მოსაპოვებლად სტუმრად "უდინეზესთან" ფრეც ჰყოფნის. საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრები უკვე ჩავიდნენ უდინეში და Il Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, "დაჩია არენაზე", რომელიც 25 952 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 15 000 კამპანიელი ტიფოზი იქნება, მათ შორის 1 500 ცენტრალურ სექტორში.

მატჩისადმი უდიდესი ინტერესია, პირდაპირი ტელერეპორტაჟი ყველა კონტინენტის ქვეყნებში გადაიცემა, თამაშს ნეაპოლში "დიეგო მარადონას" სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ. ყველა ბილეთი (ფასი 5 ევრო) უკვე გაყიდულია.

"ნაპოლი" დანიშნულების ადგილზე
მაშინ ჩავიდა, როდესაც "ლაციოსა" და "სასუოლოს" შეხვედრის მე-60 წუთი მიმდინარეობდა. სასტუმრო Là di Moret-თან გუნდს ფანები დახვდნენ. შამპანურებიც გამზადებული ჰქონდათ გასახსნელად, მაგრამ "ლაციომ" მოიგო და დღეს საღამოსთვის გადადეს. ფეხბურთელები გარეთ არ გამოსულან, მხოლოდ ალესიო ძერბინმა გამოიხედა ფანჯრიდან.

მოკლედ, ფრიულის რეგიონში მრავალათასიანი ნეაპოლური დესანტი გადაისხმება და იტალიური მედიის მტკიცებით, ქალაქი უკვე წალეკა ცისფერმა ტალღამ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება მატჩის დასრულების შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა თუ არ იქნება არ ვუყურებ ერთმა დაწერა ნაპოლის ფანია იუთუბერია ელმასი ან რასპადორი იქნებაო კვარას ადგილას ... იშვიათად ცდება ხოლმე ვნახოთ აბა...
joseph
11:26 04-05-2023
16
ალესიო ძერბინმა რატომ გამოიხედა ფანჯრიდან?
გია
11:26 04-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული