სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლი“ უნიათოდ უტევდა და დამაჯერებელი ვერ გახლდათ.
მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო. ქართველის დარტყმული ბურთი მეკარე სილვესტრიმ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. ცოტა ხანში ზელინსკის გატანა სილვესტრიმ არ დაანება. კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.
ხვიჩა სადებიუტო სეზონში გახდა იტალიის ჩემპიონი, რასაც გილოცავთ!
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 7 მაისს სახლში „ფიორენტინასთან“, ჩემპიონის რანგში გამართავს.
უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ლოვრიჩი (13), 1:1 ოსიმენი (52)
სანახევროდ წითელი, სანახევროდ ლურჯი - "მარადონაზე" საგიჟეთია [VIDEO]
ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა - "ნაპოლი" სკუდეტოს უახლოვდება [VIDEO]
"თქვენ მათ არ ექცევით კარგად, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ქომაგები დაიცვა
"უდინეზე" "ნაპოლისთან" დაწინაურდა
"ნაპოლის" პრეზიდენტის ღირსეული საქციელი "უდინეზესთან" მატჩის წინ
შენ ეს ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურე. კიდევ ბევრი მომელოცოს.