"ტრიუმფის აბსოლუტური გმირების, კვარაცხელიასა და ოსიმენის გამო "ნაპოლის" თავზე პრემიერლიგის შავი ღრუბელი ჩამოწვა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიერ სკუდეტოს მოგება იტალიურმა მედიამ ფართოდ გააშუქა და ტრიუმფის მთავარ გმირებად ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.

Calciomercato: "ნაპოლის" ოცნება შეუჩერებელმა "კვარამ" და ოსიმენმა აუხდინეს და სატრანსფერო ბაზარი გაგიჟდება

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვების მთავარი შემოქმედები არიან. მათი გოლები და მოედანზე ურთიერთმოქმედება არნახული იყო და ამას ქალაქი ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებს. როგორც იქნა, გამარჯვების დღე დადგა და გულშემატკივრების მილოცვებს იღებენ. გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოსიმენი, რომელმაც გასული ორი წლის ტრავმები უკან მოიტოვა
და საკუთარი ფასეულობა დაამტკიცა. სიურპრიზი კვარაცხელია - მან კაპიტანი შეცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ და მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებელი იყო.

ციფრები მრავლისმეტყველია: ოსიმენის 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა და კვარაცხელიას 12 გოლი და 10 საგოლე პასი. ქართველი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ წარმატებული ტრანსფერის შედეგად გადმოიბირა. მათი დიდებული თამაში, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობს და ტოპ-კლუბები ნიადაგის მოსინჯვას იწყებენ. პირველ რიგში, ეს ოსიმენს ეხება. ის დღეს არანაკლებ 120-150 მილიონი ევრო ღირს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება თავის ბომბარდირს შეელიოს კიდეც. ვიქტორს მსურველები არ აკლია, მათ შორის, "ბაიერნი", პსჟ და "მანჩესტერი" დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ნიგერიელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და აქედან გამომდინარე, თუ თანამშრომლობა არ გააგრძელა, დე ლაურენტისს ტრანსფერის სარეკორდო თანხად განხორციელების ბოლო შანსი დარჩება.

სრულიად სხვაგვარია ქართველის სიტუაცია: ის სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინეს, მისმა ფასმა ფანტასტიკურად მოიმატა და "ნაპოლისთან" ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული.

ახლა ნეაპოლელები მოგებული სკუდეტოთი ხარობენ და ჩინებული დუეტი სეზონის ბოლომდე ქომაგებს კიდევ მიანიჭებს სიამოვნებას".

"ტუტოსპორტი": "ნაპოლის" მთავარი საფრთხე "კვარას" და ოსიმენის შესაძლო წასვლაა

"ასეთი სეზონის შემდეგ კვარაცხელიასა და ოსიმენის მიმართ დაინტერესება ბუნებრივია. სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლის" თავზე უზარმაზარი შავი ღრუბელი ჩამოწვა - სახელად პრემიერლიგა. ეს ჯერ მხოლოდ ქარია და არა ქარიშხალი. ტანდემზე, რომელმაც ნეაპოლელებს საოცნებო ჩემპიონის ტიტული მოუპოვა, მრავალი ჭორ-მართალი ვრცელდება. ისინი "აძურის" ტრიუმფის აბსოლუტური გმირები არიან".

ilmattino აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთიდან მოსული "კვარა" ის ადამიანია, რომელმაც ამ სეზონში "ნაპოლის" გაჩემპიონებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. "გაძეტა დელო სპორტი" ოსიმენსა და კვარაცხელიას სუპერგმირებად მიიჩნევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იცით რა დამსახურება მიუძღვის ხვიჩას ნაპოლის გაჩემპიონებაში? გუნდში მისვლისთანავე ბიჭებმა მასში ლიდერი დაინახეს და უბრალოდ ეს იუკადრისეს და დაიწყეს გაჯიბრება, ანუ მოინდომეს მას არ ჩამორჩენოდნენ. სწორედ ამან გამოიწვია ერთბაშად გუნდის ათამაშება, ეს ყველაფერი კი მოგებული თამაშებში გამოიხატა. ასევე დიდი მნიშვნელობა შეიძინა მისმა უნივრსალიზმმა, ანუ ყველამ მოუმატა თუ არადა ხვალვე შეცვლიან ხვიჩათი.
ჟორა გაბრიჭიძე
16:38 05-05-2023
0
ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ ხვიჩა და ოსიმენი(ამას სტატისტიკაც მოწმობს), ხვიჩა და გოჩასავით არიან... ამათ დაშორება არ იქნების... თუ ამას, რომელიმე უმდიდრესი კლუბი მიხვდება და გადაიხდიიის, არ წააგეეებს...
ვულოცავ ხვიჩას და გილოცააავთ ყველააას...
გიორგი 50
12:19 05-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული