მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მარადონაზე მეტი გოლი ამ კლუბში 3 თუ 4 ფეხბურთელს აქვს გატანილი და თუ ოსიმენი დარჩება სავარაუდოდ 92 გოლს გადააბიჯებს მაგრამ მარადონაზე მეტად ვინმე უყვართ? იმიტომ უყვართ და თაყვანს ცემენ რომ მარადონა მინდორზე სპექტაკლებს დგამდა. შეიძლება 3 გოლი გაეტანა 1 თამაშში და კაცი ვერ მოეტყუებინა. ამბობდნენ დღეს რაღაც ვერ ითამაშაო და თუ 1 თამაშში 10 ჯერ გააბითურებდა ფეხბურთელს და მთავარი ტაბლოზე სხვისი გატანილი 1:0 დაფიქსირებულიყო ამბობხნენ დღეს მარადონა მოწინააღმდეგეს გადაურბინაო. აი ეს არის ფეხბურთი. ამის გამო უყვართ გამორჩეულად ფეხბურთელები. კვარა თუ დარჩება და კიდევ ერთხელ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი დამიჯერეთ ამ გუნდიდან 33 წლის შემდეგ მხოლოდ კვარა ემახსოვრებათ.
roma bejanidze
06 მაისი 2023 23:46
4
შემთხვევით დისლაიქს დაეჭირა 100% ტით გეთანხმები კვარაცხელია არის შოუ
Puma
07 მაისი 2023 04:20
1
ოსიმენი კარგი მოთამაშეა.არაფერი აქვს დასაწუნი,მაგრამ თითქმის ყველა მისი გატანილი გოლი არის ხვიჩას მიწოდებული ბურთები.რაშიც სწორედ ხვიჩას დამსახურებაა. რა შუაშია აქ რასიზმი.
ბათუმელი პენსიონერი
06 მაისი 2023 23:28
5
ვისაც ფეხბურთი ესმის, უნდა იცოდეს,რომ შემქმნელი და დრიბლიორი უფრო მაღლა დგას შემსრულებელთან. შეიძლება იყო კარგი ფინიშერი მაგრამ კაცს ვერ ატყუებდე. ზოგს მარტო გოლის გამტანი მოსწონს მაგრამ ფეხბურთი კრეატივის შექმნით უყვარდებათ. საბოლოო ჯამში მაინც გოლია მთავარი მაგრამ როგორი იქმნება ის გოლი და არის თუ არა ის შეტევა ლამაზი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბათ ამას ის ხალხი ვერ გაიგებს, ვინც მარტო ტაბლოზე უყურებს ანგარიშებს და სტატისტიკით ხელმძღვანელობს.

Spain
06 მაისი 2023 23:23
3
ოსიმენი ნაპოლიში 2020 წლიდანაა და სად იყო 2020-სა და 2021-ში? ვინმეს გახსოვთ მისი გვარი ამ წლებში? კვარა კი 2022 წელს მივიდა...
მემგონი ამით ყველაფერი ნათელია!
ლაშა
06 მაისი 2023 23:19
3
მაგ წლებში ისეთი პანდემია იყო დედა შვილს რო აღარ იყვანდა--ვის ეოსიმენებოდა
გიო
07 მაისი 2023 12:45
5
სადღაც მაგათიც მესმის, იმედია კვარას არაფერში დაადანაშაულებენ.
ეეე
06 მაისი 2023 23:07
2
ქალბატონმა კარმენ კაკავალემ რო დაიხატა ოსიმენი ჩვენ ვთქვით რამე?დდდდდდ
რრრ
06 მაისი 2023 22:40
1
ბოღმიანმა ნიგერიელებმა ცივი წყალი დალიონ. ზოგადად ვინც ფეხბურთს უყურებს კვარა გადის ისეთ კატეგორია ფეხბურთელებში რომლებზეც ამბობენ ფეხბურთის ყურება ამ მოთამაშემ დამაწყებია და შემაყვარაო. და ამ კატეგორიაში შედიოდნენ ისეთი ტიტანები რომლებსაც ესადაგება ეს ეპითეტი. ბაჯო, ტოტი, დელპიერო, ბერკამპი, ეფენბერგი, ფიგუ, ზიდანი, ბესტი, ყიფიანი, და სწორედ დიეგო მარადონაც რომელთანაც კვარა ყველაზე ახლოსაა თავისი ამპლუით, შემოქმედებით, სოლო რეიდებით, თუ ელეგანტური გოლებით, და არა ერთფეროვანი კი მებრძოლი მუდამ ტონუსში მყოფი მაგრამ მაინც ტარანის ტიპის ფორვარდი, რომელიც საგოლე პასებს მუდამ ასეთი "ფანტაზისტა" ფეხბურთელებიდან იღებს. ფეხბურთი მარტო გოლები და ფინიში არ არის, ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა როგორც, კარგი სპექტაკლი, კინო, თუ მუზეუმის დათვალიერება. ასეთი ფეხბურთელების გარეშე კი სანახაობა მწვანე მინდვრებზე არ იდგმება და სწორედ იმიტომ ფასდებიან, იმიტომ იპოვებენ ისინი დიდ სიყვარულს და სახელს რომ ასეთი ფეხბურთელები ცოტა არიან.
Charley
06 მაისი 2023 22:31
6
არ არიან ნიგერიელები ბოღმიანი ან ხელწამოსაკრავი ხალხი. ყველაზე მაგარი როჟები არიან აფრიკაში
))
07 მაისი 2023 06:33
6
კვარას გარეშე ოსიკო მაგდენს მიაღწევდააა???
კაკო
06 მაისი 2023 22:18
8
ვინ, უფრო მეტი გოლი გაიტანა ,ოსიმ თუ კვარაცხელიამ?
კაკოს
06 მაისი 2023 23:33
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული