მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მოკლედ ეს რა იციან რა,რამეს თუ არ შეუსრულებენ ეგრევე რასისტობას მიაწერენ ხოლმე.მაგათზე დიდი რასისტი ვინაა ახლა.
გეგი
07 მაისი 2023 17:33
0
მე პირადად ვერცერთს ვერ გამოვყოფდი. რაღაცნაირად თითქოს ერთი ორგანიზმია ორივე. ამ დუეტის დაშლა დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. დაუშვან გამონაკლისი და ორივე ერთად აღიარონ საუკეთესოდ
დავით 67
07 მაისი 2023 04:35
5
2021 ნაპოლი 77 ქულით მე 5 ადგილი აიღო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა კვარას გარდა ყველა იქააა ოსიმენიც რათქმაუნდა. 2022 ში 79 ქულით მე 3 ადგილი და ჩემპონთალიგის ჟგუფიდან პირვე წრეს გამოეთიშა იქაც მთელი კამანდა ოსიმენის თამადობით . 2023 უკვე კვარა ერთვება საქმეში ემატება გუნდს და ჯერ 5 ტურია დარჩენილი სერია ა ს დასრულებამდე და ჩემპიონები არიან. და კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლიმ პირვალდ მიაღწია იმ შედეგს რომელშიც იმყოფებოდა.. და ამ ყველაფრის მერე რათქმაუნდა კვარა მეფეა... ამას გინდ დამთხვევა უძახეთ გინდ გამართლება მაგრამ ეს რეალობა ამ მომენტში და უნდა შეეგუოთ როგრც ნიგერიელი მეგობრები ისე ქართველი შურიანი ყიზილბაშები.. ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი საუბარი
ZUGDIDI
07 მაისი 2023 08:16
1
ხვიჩა ტახტის მემკვიდრეა ნეაპოლში,ოსიმენი ძალიან მაგარია და მე ვიტყოდი მეფის ძმაა,ტახტი კი ჯერ ისევ მარადონასია!!!
ზაზა
07 მაისი 2023 10:49
0
მართლები არიან ოსიმენის გარეშე ვერ მოიგებდა ნაპოლი უდიდესი დამსახურება აქვს და უნდა დავაფასოთ. ოსიმენმა ბევრჯერ გადაარჩინა ნაპოლი, საერთოდ სხვა გუნდი იყო მაგის გარეშე ეგეც ხომ გამოჩნდა. სტატისტიკაც უფრო მეტი აქვს ამ მომენტში გოლ+პასის სისტემით, საერთოდ უმაგრესი ადამიანია ოსი და არაფერი არ უნდა დაგვენანოს მაგისთვის ამ სეზონში. დიეგოსაც არ დაენანებოდა გვირგვინი დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად რომ ნიგერია არგენტინას ბევრჯერ უტრ* კებდა ჩემპიონატზე. თამაშის სტილით კი ხვიჩა უფრო ახლოა მარადონასთან მარა შედეგით ეგაა საუკეთესო ძმაო. ხვიჩა პრინცია აცალეთ ჯერ, რა უცებ გინდათ ყველაფერი 10 ნომერი ხო არ ჩავაცვათ ბარემ
Niangi
07 მაისი 2023 06:31
53
ჯერ ერთი, ნაპოლი სხვა გუნდი, ხვიჩას გარეშე იყო და მეორე, ოსიმენზე მთელი გუნდი თამაშობს და როგორც თავდამსხმელს კარის წინ აწვდიან ბურთს, ანუ ოსიმენს "ტრუდავოი" ბურთი მესამედიც არ გაუტანია, ხვიჩამ კი სხვებსაც ბევრი გაატანია და თვითონაც ბევრი გაიტანა. საერთოდ კარის წინ ბურთზე ფეხის დახვედრება ბევრჯერ ადვილია, ვიდრე კარამდე მიტანა. რატომ არ გახსენდება სამი ოსიმენმა ხვიჩას დარტყმის შემდეგ მეკარისგან მოგერიებული ბურთი გაიტანა, ეს ბურთები კი ხვიჩას საგოლე გადაცემაშიდაც არ ჩაეთვალა. ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა იმ აღმაფრენაში, რომლითაც წელს ნაპოლი თამაშობდა.
ჟორა გაბრიჭიძე
07 მაისი 2023 08:17
1
რას ლაპარაკობ?სად იყო ოსი სანამ ხვიჩა არ მივიდა ნაპოლში? საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? შენ ასწავლი იტალიელებს ხო?
ზაზა
07 მაისი 2023 10:05
2
ყველა გამოხმაურება
რამდენი ქართველი წერს აქ უაზრო კომენტარებს. წადით სერია ა ს გვერდზე დაწერეთ ეგ, აფრიკელებს დაეთანხმეთ კვარა დიდი არაფერი ფეხბურთელიაო და მიგიღებენ თავიანთ ტომებში. მაინც იმ დონეზე ხართ მაგრამ ისინი გჯობიან, თავისიანს მაინც იცავენ.
აფრიკელებიც რომ გაჯობებენ ერთიანობაში ეგაა ტრაგედია. როგორ კბილებით იცავენ თავისიანს და თქვენ კიდე ოღონ კვარა გააკრიტიკოთ ისე ხართ ჩასაფრებული. რა სამარცხვინოა ღმერთო
!!
07 მაისი 2023 14:21
0
მაგარი ბოღმიანი ხალხია, ყველგან სადაც კვარა ოსიზე ზევით დგას ღიზიანდებიან.. ფუი ამათი მელოჩნიკი
papai
08 მაისი 2023 10:17
0
ფეხბურთი მარტო სტატისტიკა არაა.
ვასო
07 მაისი 2023 13:55
0
ნიგერიაშიც რამდენი ვახო სანაიაა.-D ოსიმენი სამი წელია მამდ არი, და კვარა ეხლა მივიდა, ორი აზრი არაა რომ ვიქტორი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ის რომ კვარას არ ყოფნას ავსებს და კვარას ჯობია რამეთი ეს სიგიჯეა./ ფერად კანიანს ყვეგან რასიზმი ემართებათ, როგორც გეებს ელანდებათ ყველგან რაღაც დამცირება იგივე კომპლექსები ჭირთ,/ სინამდვილეში ოსიმენი და კვარა მეგობრები არიან და ეს გზააბნეული ვაი გულშემატკივრები ვერ გაუღვიზებენ ერთმანეთის მიმართ ზიზღს! როგორც ჩვენ გვტავს ხვიჩას მაგინებლები ისეთივე კალიბრის და ჩამოსხმის მასა ნიგერიასაც ყავს
Vasili
07 მაისი 2023 14:28
2
არაა საჭირო დაპირისპირება.იმედი მაქვს თავად ოსიმენი არ წამოეგება ანკესს.
გიორგი
07 მაისი 2023 14:19
0
ნიგერიაში სასტიკი გაჭირვებაა და ხალხი ვერ გამოვიდა კომპლექსებიდან. არის თუ არა ყველაფერს რასიზმად ნათლავენ. უნდა გავუგოთ, ცოდვები არიან.
გიორგი
08 მაისი 2023 18:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული